საქართველოში სასკოლო სპორტული ოლიმპიადის რეგიონალური ტურები მიმდინარეობს. მასში რაიონულ ტურებში გამარჯვებული გუნდები მონაწილეობენ.

კალათბურთში გამართულ რეგიონალურ ტურში ხარაგაულის N2 საჯარო სკოლის გუნდმა III საპრიზო ადგილი დაიკავა (სპორტის პედაგოგი უჩა ცხადაძე).

რეგიონალური ტურები, სპორტის სხვადასხვა სახეობებში, სავარაუდოდ, აპრილში დასრულდება.

ხარაგაულის მუნიციპალიტეტიდან ფეხბურთის რეგიონალურ ტურში ბორითის საჯარო სკოლის გუნდი იასპარეზებს, გეზრბენში – ხარაგაულის #2 და ხევის საჯარო სკოლების გუნდები, ხოლო „მხიარულ სტარტებში“ ხარაგაულის #2 საჯარო სკოლის გუნდი.

წარმატეტებს ვუსურვებთ სასკოლო სპორტული ოლიმპადის ხარაგაულელ მონაწილეებს.

სასკოლო სპორტული ოლიმპიადა საქართველოს მასშტაბით 2014 წლიდან ტარდება.

ფოტოზე: ხარაგაულის #2 საჯარო სკოლის კალათბურთელთა გუნდი სპორტის პედაგოგ უჩა ცხადაძესთან ერთად