

ხარაგაულის საგანმანათლებლო რესურსცენტრიდან მოპოვებული ინფორმაციით, ხარაგაულის მუნიციპალიტეტში მოქმედი 26-ვე სკოლაში სასწავლო პროცესი შეწყვეტილია.
დიდთოვლობის გამო, სკოლებმადე მისასვლელი გზები გაუწმენდელია და მიკროავტობუსებით მოსწავლეების ტრანსპორტირება ვერ ხერხდება. ამიტომ სწავლა 4 მარტამდე გადაიდო, – აცხადებენ ხარაგაულის საგანმანათლებლო რესურსცენტრში.
ხარაგაულის მუნიციპალიტეტში მოქმედ სკოლებში სასწავლო პროცესი 25 თებერვალს ორი დღით შეწყდა. თუმცა, მუნიციპალიტეტში გადაუღებლად თოვს და სოფლებში თოვლის საფარი 2 მეტრს აღწევს.
გაცდენილი დღეები ანაზღაურდება საგაზაფხულო არდადეგების შემდგომ ყოველ შაბათ დღეს.
დღეს, 10 აგვისტოს, ხარაგაულის ცენტრალური ბიბლიოთეკის სამკითხველო
4-8 აგვისტოს ხარაგაულში, ბორის სკოლის
დღე, 7 აგვისტოს, მოულოდნელად გარდაიცვალა ჩვენი კოლეგი და მეგობარი,
ევროკავშირის პრეს-სპიკერი განცხადებას
მიმდინარეობს ძუ (მდედრი) ძაღლების უფასო სტერილიზაციის პროგრამა!