

ხარაგაულის საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსის, მარინა ვეფხვაძესგან მოპოვებული ინფორმაციით, ხარაგაულის 26-ვე სკოლაში სასწავლო პროცესი შეწყდა.
მარინა ვეფხვაძე ამბობს, რომ 25 და 26 თებერვალს სკოლებში სწავლის შეწყვეტის გადაწყვეტილება დიდთოვლობის გამო მიიღეს. მისივე თქმით, თუ შემდგომ დღეებში თოვა გაგრძელდა, სასწავლო პროცესი, შესაძლოა, კიდევ რამდენიმე დღით შეჩერდეს.
სოფლებში გაუწმენდელია გზები და მიკროავტობუსებმა სკოლებამდე მოსწავლეების ტრანსპორტირება ვერ შეძლეს.
ხარაგაულის მუნიციპალიტეტში კვირას, 23 თებერვლის საღამოდან გადაუღებლად თოვს. თოვლის საფარი მუნიციპალიტეტის მაღალმთიან სოფლებში ორ მეტრს აღწევს.
ძუძუს კიბო მსოფლიოში რიგით მეორე ყველაზე
იმერეთში რძის პროდუქტების მწარმოებელ არალეგალურ ობიექტებს
1 ოქტომბრის დღის ბოლოდან 3 ოქტომბრის დღის მეორე ნახევრამდე საქართველოში
ხარაგაულის მუნიციპალიტეტში მოქმედ ღორეშისა და ვერტყვიჭალის
1 ოქტომბერი ხანდაზმულთა საერთაშორისო დღეა – ეს თარიღი 1991 წლიდან აღინიშნება.