

ზოგადსაგანმანათლებლო საჯარო სკოლებში 2024-2025 სასწავლო წლის ერთკვირიანი საგაზაფხულო არდადეგები 8 მარტს დაიწყება.
მიმდინარე სასწავლო წელს საჯარო სკოლის მოსწავლეები საგაზაფხულო არდადეგებზე 9 დღის განმავლობაში დაისვენებენ. 8 მარტი შაბათია, რაც იმას ნიშნავს, რომ სკოლები მოსწავლეებს 7 მარტიდან, გაკვეთილების შემდეგ დაითხოვენ.
სასწავლო პროცესი 17 მარტიდან განახლდება, რადგან 15-16 მარტი შაბათ-კვირაა.
კერძო სკოლები უქმე დღეების ვადებსა და არდადეგების ხანგრძლივობას თავად განსაზღვრავენ.
სასკოლო არდადეგების ვადები განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2016 წლის 30 დეკემბერის ბრძანებით განისაზღვრება.
ძუძუს კიბო მსოფლიოში რიგით მეორე ყველაზე
იმერეთში რძის პროდუქტების მწარმოებელ არალეგალურ ობიექტებს
1 ოქტომბრის დღის ბოლოდან 3 ოქტომბრის დღის მეორე ნახევრამდე საქართველოში
ხარაგაულის მუნიციპალიტეტში მოქმედ ღორეშისა და ვერტყვიჭალის
1 ოქტომბერი ხანდაზმულთა საერთაშორისო დღეა – ეს თარიღი 1991 წლიდან აღინიშნება.