ნიკო კეცხოველის სასკოლო პრემიის პარტნიორი – FAO Georgia – ეკოკლუბებს სთავაზობს კონკურსს: თევზის მოშენება – სოფლის მეურნეობის ახალი მიმართულება. წლევანდელი დავალება სატბორე მეურნეობების შესახებ იქნება.
ამ კონკურსში ჩართვის მსურველი ეკოკლუბები უნდა ესტუმრონ სატბორე მეურნეობებს, ფერმერების მითითებითა და წესების დაცვით, დააკვირდნენ თევზების ქცევას. მოძიებული ინფორმაციის საფუძველზე მოამზადონ პრეზენტაციები ან ვიზუალური მასალა. შესაძლებლობის ფარგლებში, გაარკვიონ, რა გზას გადის თევზი ან თევზის პროდუქტი სატბორე მეურნეობიდან სუფრამდე. სასურველია, ასეთი კონსულტაცია სურსათის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლებისგან მიიღონ.
ეკოკლუბებმა მომზადებული საკონკურსო მასალა 2025 წლის 1 ივნისამდე უნდა ატვირთთ forestry.ge-ზე და გააგზავნონ მეილზე – vano.gioshvili@cenn.org
FAO-ს ქვეკონკურსში ჩართვით ეკოკლუბები ნიკო კეცხოველის სასკოლო პრემიის ფარგლებში 40 ქულას მიიღებენ.
ნიკო კეცხოველის სასკოლო პრემიის კონკურსში, წლებია, ჩართულია კიცხის საჯარო სკოლის ეკოკლუბი „მწვანე ხელები“. ამ ეკოკლუბის ლიდერი მასწავლებელი ელისო არჯევანიძე ამბობს, FAO-ს ქვეკონკურსი ეკოკლუბისთვის ძალიან საინტერესო და სასარგებლო სიახლეა.
ელისო მასწავლებელი გეგმავს, რომ მოსწავლეები მარელისის საკალმახე მეურნეობაში წაიყვანოს, სადაც ისინი ადგილზე გაეცნობიან თევზის მოშენების, სატბორე მეურნეობაში მათი კვებისა და მოვლის, შემდეგ კი თევზის წარმოების პროცესს, ხარაგაულის მუნიციპალიტეტში მოქმედი სატბორე მეურნეობის გამოწვევებს.
„ძალიან მნიშვნელოვანი იქნება იმის გაგება, თუ რა გზას გადის თევზი ან თევზის პროდუქტი სატბორე მეურნეობიდან სუფრამდე, – ამბობს ელისო არჯევანიძე, – ამ მიზნით სურსათის ეროვნულ სააგენტოში ვიზიტს ვგეგმავთ. ეს ინფორმაცია თუ გვეცოდინება, შევძლებთ უხარისხო და ხარისხიანი პროდუქტის ამოცნობას. ამ პროექტის განხორციელებისთვის, როგორც ყოველთვის, სკოლის ადმინისტრაციის თანადგომის იმედი გვაქვს“.
ნიკო კეცხოველის სასკოლო პრემიის კონკურსში წელს ხარაგაულის მუნიციპალიტეტიდან ხუნევის, ვაშლევის, ლაშის, ხიდრის, კიცხისა და ლეღვანის საჯარო სკოლების ეკოკლუბები დარეგისტრირდნენ.
ნიკო კეცხოველის სასკოლო პრემია კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელის (CENN) მიერ ხორციელდება პროექტის „ტყის მდგრადი მართვა სოფლის განვითარებისათვის“ ფარგლებში, ავსტრიის განვითარების თანამშრომლობის ფინანსური მხარდაჭერით.
ნიკო კეცხოველის სასკოლო პრემიის წლევანდელი თემაა – ბუნების დაცვა და კეთილდღეობა, საქართველოს დაცული ტერიტორიები.
5 თებერვალს წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღე აღინიშნა. საქართველოში
ნიკო კეცხოველის სასკოლო პრემიის პარტნიორი – FAO Georgia – ეკოკლუბებს სთავაზობს კონკურსს: თევზის მოშენება – სოფლის მეურნეობის ახალი მიმართულება. წლევანდელი დავალება […]
ზამთრის სეზონისთვის დამახასიათებელი რესპირატორული
თუ ხარ 16-იდან 26 წლამდე ასაკის და აღმოსავლეთ პარტნიორობის ექვსი ქვეყნიდან (აზერბაიჯანი,
გავრცელებული ინფორმაციით, ჟურნალისტი ვასილ ივანოვ-ჩიქოვანი