ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ბორის საჯარო სკოლის XII კლასის მოსწავლე მარიამ ბერაძე ევროკავშირისგან დაფინანსებული „ერასმუს+“-ის (Erasmus+) სასწავლო პროგრამის „მომავალი ლიდერები“ გამარჯვებულია.
მარიამი 2025 წლის თებერვალში ირლანდიის ქალაქ კორკში ორი კვირის განმავლობაში ისწავლის.
„ერასმუს+“-ის ამ კონკურსის შესახებ სოციალური ქსელით შევიტყვე, – ამბობს მარიამ ბერაძე, – შევავსე სააპლიკაციო ფორმა, დავწერე სამოტივაციო წერილი და ესე.
სამოტივაციო წერილში და ესეში გადმოვეცი, თუ რატომ მსურდა პროექტში ჩართვა, როგორ ვაფასებ ლიდერობას საქართველოში, ჩვენი ქვეყნისთვის ევროკავშირში გაწევრიანის მნიშვნელობას და სხვ. საკმაოდ დიდ კონკურსში გავიმარჯვე – 300 აპლიკანტიდან 14 მოსწავლე შეგვარჩიეს.
ქალაქ კორკში არაფორმალური განათლების აქტივობებში ჩავერთვებით. ამ კულტურული და შემეცნებითი ვიზიტის ფარგლებში დებატებს, ჯგუფურ დისკუსიებს, კულტურულ საღამოებს გავმართავთ, შევისწავლით ლიდერობის უნარ-ჩვევებს.
ეს ვიზიტი ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ჩვენი ქვეყანა უნდა წარმოვაჩინო“.
წარმატებებს ვუსურვებთ მარიამს.
2025 წლის აპრილიდან ხარაგაულში
ხარაგაულის საავადმყოფო, ბოლო წლებია,
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს
ლიტერატურული კონკურსის, „საბა 2024-ის” გამარჯვებულები
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ბორის საჯარო სკოლის XII კლასის მოსწავლე მარიამ ბერაძე ევროკავშირისგან დაფინანსებული „ერასმუს+“-ის (Erasmus+) სასწავლო პროგრამის „მომავალი ლიდერები“ გამარჯვებულია. მარიამი […]