

ლიტერატურული კონკურსის, „საბა 2024-ის” გამარჯვებულები ცნობილია. კონკურსის ორგანიზატორები ამბობენ, ფულად ჯილდოებს მიიღებენ გამარჯვებულებიც და ფინალისტებიც.
საქართველოში მიმდინარე პროცესების გამო, ლიტერატურული კონკურსის, „საბას“ 22-ე საზეიმო დაჯილდოება არ ჩატარდება.
„საქართველოში შექმნილი ვითარების ფონზე, წელს „საბას“ საზეიმო დაჯილდოება არ ჩატარდება. იმედი გვაქვს, რომ მომავალი, 23-ე „საბას“ გამარჯვებულებს საზეიმო დაჯილდოებაზე გამოვავლენთ თავისუფალ, ევროპულსა და დემოკრატიულ საქართველოში. სოლიდარობას ვუცხადებთ საპროტესტო აქციების დროს დაშავებულ და უკანონოდ დაკავებულ მოქალაქეებს“, – წერია განცხადებაში.
ჟიურიმ, რომლის შემადგენლობაშიც იყვნენ პროზაიკოსი ბიძინა მაყაშვილი, პოეტი პაატა შამუგია, მთარგმნელი თამარ ჯაფარიძე, ლიტერატორი გვანცა ჩხენკელი და პოეტი ლია ლიქოკელი 250-მდე წიგნი განიხილა და 10 სხვადასხვა ნომინაციაში 11 გამარჯვებული გამოავლინა:
ამავე თემაზე
დღეს, 10 აგვისტოს, ხარაგაულის ცენტრალური ბიბლიოთეკის სამკითხველო
4-8 აგვისტოს ხარაგაულში, ბორის სკოლის
დღე, 7 აგვისტოს, მოულოდნელად გარდაიცვალა ჩვენი კოლეგი და მეგობარი,
ევროკავშირის პრეს-სპიკერი განცხადებას
მიმდინარეობს ძუ (მდედრი) ძაღლების უფასო სტერილიზაციის პროგრამა!