საქართველოში 26 ოქტომბერს ჩატარებული საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, ევროკავშირმა მოუწოდა საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიას და ხელისუფლების სხვა შესაბამის უწყებებს, შეასრულონ საკუთარი მოვალეობა, რათა „სწრაფად, გამჭვირვალედ და დამოუკიდებლად გამოიძიონ სარჩევნო პროცესში გამოვლენილი დარღვევები და მათთან დაკავშირებულ ბრალდებები, და მიიღონ გადაწყვეტილება ზემოაღნიშნულ საკითხზე“.
„ეს დარღვევები უნდა დაზუსტდეს და აღმოიფხვრას. ეს არის აუცილებელი ნაბიჯი საარჩევნო პროცესისადმი ნდობის აღსადგენად“, – ნათქვამია ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის ჯოზეფ ბორელისა და ევროკომისიის ერთობლივ განცხადებაში, რომელიც კვირას გამოქვეყნდა.
განცხადებაში მოყვანილია ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისის (ODIHR) ხელმძღვანელობით განხორციელებული არჩევნების საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიის წინასწარი შედეგები და დასკვნები.
დასკვნებში ნათქვამია, რომ „არჩევნების დღე ზოგადად პროცედურულად კარგად იყო ორგანიზებული და ადმინისტრირებული, მაგრამ გამოირჩეოდა დაძაბული გარემოთი, კენჭისყრის ფარულობის პრინციპის ხშირი დარღვევებით და რამდენიმე პროცედურული შეუსაბამობით, ამომრჩევლის დაშინებისა და ამომრჩეველზე ზეწოლის ფაქტებით, რამაც საზოგადოების მხრიდან არჩევნების პროცესის ნდობაზე უარყოფითი გავლენა მოახდინა.
ანგარიშებში მითითებულია, რომ კენჭისყრის პროცესში ხშირი იყო ამომრჩევლებზე, განსაკუთრებით საჯარო სექტორის თანამშრომლებზე ზეწოლის შემთხვევები. ყველაფერმა ამან, არჩევნების დღეს ამომრჩეველთა ფართომასშტაბიან კონტროლთან ერთად, აღძრა შეშფოთება იმის თაობაზე, რომ ზოგიერთი ამომრჩევლისთვის შეუძლებელი იქნებოდა ხმის მიცემა მოსალოდნელი სასჯელის შიშის გარეშე“.
უფრო მეტიც, განცხადებაში ნათქვამია, რომ საარჩევნო პროცესის დამკვირვებლები ანგარიშებში მიუთითებენ ისეთ დარღვევებზე, როგორიცაა არათანაბარი საარჩევნო პირობები, უთანხმოების გამომწვევი კამპანია პოლარიზებულ ატმოსფეროში და სერიოზული შეშფოთება იმ ზეგავლენის შესახებ, რომელიც კანონმდებლობაში შეტანილმა ბოლოდროინდელმა შესწორებებმა მოცემულ საარჩევნო პროცესზე იქონია. განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ ევროკავშირი მოელის ეუთო/ოდირის საბოლოო ანგარიშს და რეკომენდაციებს, რომლებიც რაც შეიძლება სწრაფად უნდა განხორციელდეს.
ამასთანავე, ევროკავშირმა მოუწოდა „კონსტრუქციული და ინკლუზიური დიალოგისკენ მთელ პოლიტიკურ სპექტრში“, „დემოკრატიული, ყოვლისმომცველი და მდგრადი რეფორმებისკენ ევროპული ინტეგრაციის ძირითადი პრინციპების შესაბამისად“, და ყოველგვარი კანონმდებლობის გაუქმებისკენ, რომელიც ძირს უთხრის საქართველოს მოქალაქეების ფუნდამენტურ უფლებებს და თავისუფლებებს.
ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა შარლ მიშელმა არჩევნების შემდეგ X-ზე განაცხადა, რომ მას გადაწყვეტილი აქვს საქართველოს საკითხის ჩართვა ევროპული საბჭოს (EUCO) არაფორმალური შეხვედრის დღის წესრიგში; შეხვედრა 8 ნოემბერს ბუდაპეშტში გაიმართება. „ევროპული საბჭოს ნოემბრის შეხვედრა შეაფასებს მდგომარეობას და დასახავს მომდენო ნაბიჯებს საქართველოსთან ჩვენს ურთიერთობებში“, აღნიშნა მან.
საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა მოუწოდა საქართველოს საერთაშორისო პარტნიორებს „დაიცვან საქართველო ქართველი ხალხის, და არა არალეგიტიმური მთავრობის, გვერდში დგომის გზით“.
„გთხოვთ, კიდევ ერთხელ დადგეთ ჩვენს გვერდით სწორედ ისე, როგორც რუსული კანონისთვის წინააღმდეგობის გაწევის დროს. ეს არჩევნები არალეგიტიმურია, და ამას ვეღარაფერი შეცვლის“, განაცხადა ზურაბიშვილმა.
ნიდერლანდების სამოყვარულო თეატრი „ათინათი“
20 ნოემბერს „ხარაგაულობა“ გაიმართა. ღონისძიება ხარაგაულის შემოსასვლელში,
2024-2025 სასწავლო წელს ეროვნული სასწავლო
არჩევნები არ შედგა და აუცილებელია, უმოკლეს ვადაში ჩატარდეს ახალი არჩევნები.
სანამ დავა საკონსტიტუციო სასამართლოში მიდის, მანამდე პარლამენტი