„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის შემოღებამ, რომელსაც „უცხოური აგენტების“ კანონად მოიხსენიებდნენ, „დრამატული ეფექტი“ მოახდინა საქართველოში ჟურნალისტების მუშაობაზე, რომელიც „გაცილებით საშიში, რთული და სახიფათო გახდა“, – განაცხადა ევროკავშირის ელჩმა, პაველ ჰერჩინსკიმ მედიის თავისუფლებისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე. ევროკავშირის მიერ დაფინანსებული და DW Akademie-ის მიერ ორგანიზებული ღონისძიება თბილისში 18 ოქტომბერს გაიმართა.
ჰერჩინსკიმ აღნიშნა, რომ კანონმა რეპორტიორებისა და გამომძიებელი ჟურნალისტების სტიგმატიზაცია მოახდინა, რამაც ინტერნეტსა და რეალობაში თავდასხმებიც გამოიწვია. მან ასევე ეგზისტენციალური საფრთხე შეუქმნა დამოუკიდებელ მედიასაშუალებებს და შეზღუდა მათი უნარი, დაეხმარონ საქართველოს მოქალაქეებს, გააზრებულად მიიღონ გადაწყვეტილებები, დაუპირისპირდნენ დეზინფორმაციას და დაიცვან ადამიანის უფლებები.
„როდესაც ხელს უწყობ შიშისა და ანგარიშსწორების კულტურის დამკვიდრებას, როდესაც მიმართავ კანონმდებლობას სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესაზღუდად სტიგმატიზაციის, უზარმაზარი ჯარიმებისა და წყაროების პოტენციური გამოვლენის გზით, დემოკრატიის ერთ-ერთ საფუძველს აზიანებ“, – განაცხადა ელჩმა.
პაველ ჰერჩინსკიმ მოიხმო საერთაშორისო ორგანიზაციის, „რეპორტიორები საზღვრებს გარეშე“, მონაცემები, რომლის თანახმადაც, პრესის თავისუფლების ინდექსის მიხედვით საქართველო 180 ქვეყანას შორის 2023 წლის 77-ე ადგილიდან 2024 წელს 103-ე ადგილამდე დაეშვა.
ელჩმა ასევე მოიხმო ღონისძიებაზე წარმოდგენილი კვლევა, რომლის თანახმადაც, გამოკითხული ჟურნალისტების 65% კანონის ამოქმედების შემდეგ პროფესიული მოვალეობის შესრულებისას თავს დაუცველად გრძნობს. ჟურნალისტების 39%-მა ხაზი გაუსვა თვალთვალის შემთხვევებს, ხოლო 30%-მა პირადი ქონების დაზიანებაზე მიუთითა.
ამასთან, გამოკითხულთა 82%-მა აღნიშნა, რომ ხელისუფლების აგრესია მათ მიმართ ბოლო ექვსი თვის განმავლობაში გაიზარდა. ჟურნალისტები ასევე ამბობენ, რომ კანონის ამოქმედების დღიდან მათ წინააღმდეგ იმატა სიძულვილის ენის, ცილისწამების, სიტყვიერი შეურაცხყოფის, კიბერმუქარის, ცენზურისა და დეზინფორმაციის შემთხვევებმა.
„როცა მედიის წარმომადგენლები თავს დაუცველად გრძნობენ, ისინი აღარ არიან თავისუფლები“, – დასკვნის სახით აღნიშნა ელჩმა, – „მოახლოებული არჩევნები საქართველოს დემოკრატიისა და ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე წინსვლისთვის გამოცდა იქნება. გულწრფელად ვიმედოვნებ, რომ 2025 წელს საქართველოს პრესის თავისუფლების რეიტინგი მკვეთრად გაუმჯობესდება“.
ნიდერლანდების სამოყვარულო თეატრი „ათინათი“
20 ნოემბერს „ხარაგაულობა“ გაიმართა. ღონისძიება ხარაგაულის შემოსასვლელში,
2024-2025 სასწავლო წელს ეროვნული სასწავლო
არჩევნები არ შედგა და აუცილებელია, უმოკლეს ვადაში ჩატარდეს ახალი არჩევნები.
სანამ დავა საკონსტიტუციო სასამართლოში მიდის, მანამდე პარლამენტი