საზოგადოებრივმა ორგანიზაციამ „ნაბიჯი ხარაგაული“ შშმ ბავშვთა საკითხებზე ჩატარებული კვლევის პრეზენტაცია გამართა.
„შევისწავლეთ შშმ ბავშვთა უფლებრივი მდგომარეობა ხარაგაულის, ზესტაფონის, საჩხერისა და ჭიათურის მუნიციპალიტეტებში, – ამბობს რუსუდან გურგენიძე, – „ნაბიჯი ხარაგაულის“ დირექტორი, – აღსანიშნავია, რომ საერთაშორისო სტანდარტები ითვალისწინებს შშმ პირებისთვის აუცილებელი სერვისების უწყვეტ ხელმისაწვდომობას. ძალიან მნიშვნელოვანია მათი ჩართულობა გადაწყვეტილების მიღების პროცესში“.
ადგილობრივ თვითმმართველობას განსაკუთრებული როლი აქვთ შშმ პირებისთვის დამოუკიდებელი ცხოვრების ხელშეწყობაში.
კვლევით გამოიკვეთა, რომ სამიზნე მუნიციპალიტეტებში სოციალური პაკეტის მიმღებია 515 შშმ ბავშვები. თუმცა, ამ მუნიციპალიტეტებში, რეალურად, გაცილებით მეტი შშმ ბავშვი ცხოვრობს.
პრობლემაა ის, რომ შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მინიჭების უფლებამოსილი დაწესებულება დიდი მანძილითაა დაშორებულია მათი საცხოვრებელი ადგილიდან, ხშირ შემთხვევაში მშობლები არ არიან ინფორმირებულნი შშმ შვილების უფლებების შესახებ. მშობლები ასევე მიუთითებენ, რომ საზოგადოებაში შშმ პირების მიმართ სტიგმა კვლავ სერიოზული გამოწვევაა.
მუნიციპალიტეტებში ბავშვის უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის განყოფილებების შექმნა მნიშვნელოვანია. თუმცა, მათი საქმიანობა უფრო ეფექტური უნდა იყოს.
„კვლევის შემდეგ შემუშავებული რეკომენდაციები ხარაგაულის, ზესტაფონის, ჭიათურისა და საჩხერის მუნიციპალიტეტების თვითმმართველობებს მივაწოდეთ, რომ მათ შშმ ბავშვთა უფლებები, მათი საჭიროებებიდან გამომდინარე, ეფექტურად დაიცვან, – ამბობს რუსუდან გურგენიძე, – ხარაგაულში მაგალითად, აუცილებელია შშმ ბავშვებისთვის რეაბილიტაცია-აბილიტაციის პროგრამა და დღის ცენტრი ამოქმედდეს. ასევე გაძლიერდეს შშმ პირთა საკითხებზე მომუშავე საბჭო, ადმინისტრაციული შენობა ადაპტირებული გახდეს შშმ პირებისთვის.
კვლევის პრეზენტაციაზე ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიის ბავშვის უფლებების დაცვისა და მხარდაჭრის განყოფილების თანამშრომლებმა აღნიშნეს, რომ შშმ ბავშვთა ზუსტი მონაცემების მოძიება უჭირთ. თუმცა, მაქსიმალურად ცდილობენ სოციალური პროგრამები მოარგონ თითოეული შშმ პირის საჭიროებებს. მათივე თქმით, „ნაბიჯი ხარაგაულის“ კვლევის რეკომენდაციებს განიხილავენ და გაითვალისწინებენ.
კვლევა „შშმ ბავშვთა ინტერესების დაცვა ხარაგაულის, ზესტაფონის, საჩხერისა და ჭიათურის მუნიციპალიტეტებში“ სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრის მხარდაჭერით, ევროკავშირისა და კონრად ადენაუერის ფონდის დაფინანსებით განხორციელდა.
ამავე თემაზე დაგაინტერესებთ
„ევროკავშირისგან მხარდაჭერილი პროექტებით შშმ პირების საჭიროებები უკეთ დავინახეთ“
ნიდერლანდების სამოყვარულო თეატრი „ათინათი“
20 ნოემბერს „ხარაგაულობა“ გაიმართა. ღონისძიება ხარაგაულის შემოსასვლელში,
2024-2025 სასწავლო წელს ეროვნული სასწავლო
არჩევნები არ შედგა და აუცილებელია, უმოკლეს ვადაში ჩატარდეს ახალი არჩევნები.
სანამ დავა საკონსტიტუციო სასამართლოში მიდის, მანამდე პარლამენტი