

მასწავლებლის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, ხარაგაულში მასწავლებელთა რაიონული კონფენერცია გაიმართება.
ხარაგაულის საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსის, მარინა ვეფხვაძესგან მოპოვებული ინფორმაციით, ამ მომენტისთვის კონფერენციაში მომხსენებლად გამოსვლის სურვილი 23-მა პედაგოგმა გამოთქვა.
„მასწავლებლის საერთაშორისო დღეს, 4 ოქტომბერს, ყოველწლიურად სხვადასხვა ღონისძიებით აღვნიშნავთ, – ამბობს მარინა ვეფხვაძე, – საგნობრივი კონფენერენცია 2022 წელს კიცხის სკოლაში გავმართეთ, 2023 წელს კი რესურსცენტრში ჩავატარეთ.
კონფერენციაზე საგნობრივი ჯგუფების მიხედვით მასწავლებლები კოლეგებს თავიანთი საქმიანობის საუკეთესო პრაქტიკას და მოსწავლეებთან მიღწეულ შედეგებს გაუზიარებენ. ეს კონფერენცია კარგი შესაძლებლობაა მუნიციპალიტეტის სკოლების მასწავლებლებისთვის გამოცდილების გასაცნობად, – რა და როგორ დაგეგმეს გაკვეთილზე, რა მეთოდები გამოიყენეს სწავლა-სწავლების პროცესში.
კონფერენციის ჩატარებას ხარაგაულის #2 საჯარო სკოლაში 4 ოქტომბერს 13:00 საათიდან ვგეგმავთ. კონფერენციაზე გამომსვლელ მასწავლებლებს მადლობის სიგელები გადაეცემათ“.
დღეს, 10 აგვისტოს, ხარაგაულის ცენტრალური ბიბლიოთეკის სამკითხველო
4-8 აგვისტოს ხარაგაულში, ბორის სკოლის
დღე, 7 აგვისტოს, მოულოდნელად გარდაიცვალა ჩვენი კოლეგი და მეგობარი,
ევროკავშირის პრეს-სპიკერი განცხადებას
მიმდინარეობს ძუ (მდედრი) ძაღლების უფასო სტერილიზაციის პროგრამა!