დღეს, 27 ივნისს, ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ კიცხის საჯარო სკოლაში მასწავლებელთა საგნობრივი კონფერენცია გაიმართა.
გამომსვლელებმა კონფერენციაზე ისაუბრეს იმ გამოცდილებასა და მიღწევებზე, რაც მათ სკოლებში მესამე თაობის ეროვნული სასწავლო გეგმის დანერგვის დროს დააგროვეს.
„კონფერენცია ყველა მუნიციპალიტეტში განათლების სამინისტროს ინიცირებითა და საგანმანათლებლო რესურსცენტრების ორგანიზებით იმართება, – ამბობს ეროვნული სასწავლო გეგმის დანერვისა და განვითარების კოორდინატორი ხარაგაულში ნათია კაციტაძე, – კონფერენციაში, გარდა დელეგატებისა, ჩართულები არიან ზოგადი განათლების რეფორმის მხარდამჭერი ექსპერტები და ეროვნული სასწავლო გეგმის დანერგვისა და განვითარების კოორდინატორები.
კონფერენციის მთავარი მიზანია, მასწავლებლებმა დაგროვილი გამოცდილება ერთმანეთს გაუზიარონ და არსებულ პრობლემებზე იმსჯელონ “.
ხარაგაულის საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსის, მარინა ვეფხვაძის, ინფორმაციით, ექსპერტები შეარჩევენ საუკეთესო გამოცდილების მქონე პედაგოგებს, რომლებიც თბილისში მასწავლებელთა რესპუბლიკურ კონფერენციაში მიიღებენ მონაწილეობას.
„ზოგადი განათლების რეფორმის ხელშეწყობის“ პროგრამის ფარგლებში სკოლებში ახალი ეროვნული სასწავლო გეგმის დანერგვა 2018 წლიდან დაიწყო და 2023 წლამდე გაგრძელდება.
ნიდერლანდების სამოყვარულო თეატრი „ათინათი“
20 ნოემბერს „ხარაგაულობა“ გაიმართა. ღონისძიება ხარაგაულის შემოსასვლელში,
2024-2025 სასწავლო წელს ეროვნული სასწავლო
არჩევნები არ შედგა და აუცილებელია, უმოკლეს ვადაში ჩატარდეს ახალი არჩევნები.
სანამ დავა საკონსტიტუციო სასამართლოში მიდის, მანამდე პარლამენტი