საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო 2024 წლის 29-31 აგვისტოს, სრული შემადგენლობით, განმწესრიგებელ სხდომაზე განიხილავს 122 ქართული არასამთავრობო და მედია ორგანიზაციის სარჩელს რუსული კანონის წინააღმდეგ.
მოსამართლეები ორ საკითხზე იმსჯელებენ: 1) ცნონ თუ არა სარჩელი დასაშვებად და 2) არსებითი განხილვის გარეშე, საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე, შეაჩერონ თუ არა ნორმების მოქმედება, რომელიც 2 სექტემბრიდან ამოქმედდება.
საკონსტიტუციო სასამართლო ქართული არასამთავრობო ორგანიზაციების სარჩელთან ერთად ასევე განიხილავს საქართველოს პრეზიდენტის, საქართველოს პარლამენტის 38 დეპუტატისა და ჟურნალისტების სარჩელებს.
განმწესრიგებელ სხდომაზე მოსარჩელეები წარმოთქვამენ შესავალ სიტყვებს და არგუმენტებს სარჩელის დასაშვებობასთან დაკავშირებით.
რუსული კანონის სადავო ნორმები ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციით აღიარებულ და დაცულ გაერთიანების თავისუფლებას, გამოხატვის თავისუფლებას, თანასწორობის უფლებასა და კონსტიტუციის 78-ე მუხლს, რომელიც ხელისუფლების ორგანოებს ევროინტეგრაციის ვალდებულებას უწესებს. მისი მოქმედება მიმართულია ქართული არასამთავრობო და მედია ორგანიზაციების წინააღმდეგ და მისი შედეგები ვრცელდება საქართველოს ყველა მოქალაქეზე.
გარდა ამისა, საკონსტიტუციო სასამართლომ უნდა განიხილოს მოსარჩელეთა შუამდგომლობა საქმის არსებითად გადაწყვეტამდე სადავო ნორმების მოქმედების შეჩერებასთან დაკავშირებით. შუამდგომლობის დაკმაყოფილების შემთხვევაში, კანონის მოქმედება შეჩერდება.
საქმის განხილვა 29 აგვისტოს 11 საათზე დაიწყება.
მოსარჩელე ორგანიზაციებს სასამართლო სხდომაზე მაღალკვალიფიციური იურისტები ქეთევან ერემაძე და გიორგი დავითური წარმოადგენენ. მოსარჩელის წარმომადგენლები მედიასთან კომენტარს პროცესის დაწყებამდე გააკეთებენ.
მოკლე ბიოგრაფიული მონაცემები წარმომადგენლების შესახებ:
ქეთევან ერემაძე 2006-2016 წლებში საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლე იყო, მანამდე კი სასამართლოში სხვადასხვა თანამდებობას იკავებდა. ის არის სამეცნიერო საკანდიდატო ხარისხის მქონე, არაერთი სამეცნიერო წიგნის, ნაშრომისა და სტატიის ავტორი. ამჟამად ქეთევან ერემაძე აკადემიურ საქმიანობას ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში ეწევა.
გიორგი დავითური 2020 წლამდე საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მთავარი სამართლებრივი მრჩევლის პოზიციას იკავებდა, 2020 წლის შემდეგ კი IDFI-ს კანონის უზენაესობისა და მედიის თავისუფლების მიმართულების ხელმძღვანელია. პარალელურად გიორგი დავითური ახორციელებს აკადემიურ საქმიანობას უნივერსიტეტებში და რამდენიმე სამეცნიერო ნაშრომისა და სახელმძღვანელოს ავტორია.
ნიდერლანდების სამოყვარულო თეატრი „ათინათი“
20 ნოემბერს „ხარაგაულობა“ გაიმართა. ღონისძიება ხარაგაულის შემოსასვლელში,
2024-2025 სასწავლო წელს ეროვნული სასწავლო
არჩევნები არ შედგა და აუცილებელია, უმოკლეს ვადაში ჩატარდეს ახალი არჩევნები.
სანამ დავა საკონსტიტუციო სასამართლოში მიდის, მანამდე პარლამენტი