USAID-ის სამოქალაქო განათლების პროგრამის ფარგლებში, 8-9 ივლისს, 11:30 სთ-ზე ლიდერი სკოლების ონლაინ ფორუმი დაიწყება.
ფორუმზე სხვადასხვა რეგიონის სკოლების წარმომადგენლები ერთმანეთს გაუზიარებენ მოსწავლეთა თვითმმართველობების მიერ განხორციელებულ ინიციატივებს.
მოსწავლეებთან, პედაგოგებთან და სკოლების დირექტორებთან ერთად, ფორუმში მონაწილეობას მიიღებენ განათლების სფეროს ექსპერტებიც.
ფორუმზე ონლაინ დასწრება და კითხვების დასმა ნებისმიერ მსურველს შეუძლია.
ლიდერი სკოლები, USAID-ის სამოქალაქო განათლების პროგრამის ფარგლებში ჩატარებული ტექნიკის კონკურსის საფუძველზე, უკვე მეორედ გამოვლინდნენ. კონკურსის ფარგლებში, საქართველოს მასშტაბით, წელსაც 44 ლიდერი სკოლაა შერჩეული. მათ შორის, ხარაგაულის მუნიციპალიტეტიდან – ბორის საჯარო სკოლა.
ლიდერი სკოლების ონლაინ ფორუმი იმართება USAID-ის სამოქალაქო განათლების პროგრამის ფარგლებში, რომელსაც ახორციელებს ორგანიზაცია PH International, აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) დაფინანსებითა და საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მხარდაჭერით.
დასწრებამდე, აუცილებელია რეგისტრაციის გავლა ამ ბმულზე.
USAID-ის სამოქალაქო განათლების პროგრამა 2022 წლის ოქტობრიდან საქართველოს 650 სკოლაში ხორციელდება. ამ ხუთწლიან პროგრამაში მონაწილეობისთვის იმერეთიდან 93, ხოლო ხარაგაულიდან 6 სკოლა (ხარაგაულის #2 და #3, მარელისის, კიცხის, ბორისა და ბორითის) შეირჩა.
ნიდერლანდების სამოყვარულო თეატრი „ათინათი“
20 ნოემბერს „ხარაგაულობა“ გაიმართა. ღონისძიება ხარაგაულის შემოსასვლელში,
2024-2025 სასწავლო წელს ეროვნული სასწავლო
არჩევნები არ შედგა და აუცილებელია, უმოკლეს ვადაში ჩატარდეს ახალი არჩევნები.
სანამ დავა საკონსტიტუციო სასამართლოში მიდის, მანამდე პარლამენტი