

ბორის საჯარო სკოლამ გაიმარჯვა USAID-ის სამოქალაქო განათლების პროგრამის ტექნიკის კონკურსში და მოიპოვა „წლის ლიდერი სკოლის“ ტიტული.
ბორის სკოლა, როგორც „წლის ლიდერი სკოლა“, სხვა სკოლებს გაუზიარებს გამოცდილებას მოსწავლეთა თვითმმართველობის საქმიანობისა და სკოლის დემოკრატიული მართვის შესახებ.
გამოცდილების გაზიარება უახლოეს მომავალში დაიწყება და მომდევნო აკადემიური წლის განმავლობაში გაგრძელდება, ხოლო ტექნიკის პროექტით გათვალისწინებული 10 000 ლარი ღირებულების ტექნიკას ბორის სკოლა 2024 წლის ივნის-ივლისში მიიღებს.
სკოლის ადმინისტრაცია მადლობას უხდის სამოქალაქო განათლების პედაგოგს, მაია ბარბაქაძეს და მოსწავლეთა თვითმმართველობის თავმჯდომარეს, მე-10 კლასის მოსწავლე გვანცა ავალიშვილს დაუღალავი შრომისთვის და ამ დიდი წარმატებისთვის.
საქართველოს 650 სკოლაში, ამერიკელი ხალხის მხარდაჭერით, USAID-ის სამოქალაქო განათლების პროგრამა 2022 წლის ოქტომბრიდან დაიწყო. ამ ხუთწლიან პროგრამაში მონაწილეობისთვის იმერეთიდან 93, ხოლო ხარაგაულიდან 6 სკოლა (ხარაგაულის #2 და #3, მარელისის, კიცხის, ბორისა და ბორითის) შეირჩა.
დღეს ხარაგაულის მაცხოვრის შობისა და თორმეტი მოციქულის სახელობის
9 აპრილი ეროვნული ერთიანობის, თავისუფლებისა და გმირობის დღეა.
სასმელის პლასტმასის ბოთლებით რეალიზაციის აკრძალვა 2031 წლამდე გადავადდა.
სტიქიის პრევენციის სახელმწიფო პროგრამით, ხარაგაულის მუნიციპალიტეტს 888 491 ლარი გამოეყო.
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, კულტურის, სპორტისა