

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ექვსი საჯარო სკოლა (ხარაგაულის #2 და #3, კიცხის, ბორის, მარელისისა და ბორითის), უკვე მეორე წელია, ჩართულები არიან USAID-ის სამოქალაქო განათლების პროგრამაში.
ამ პროგრამის ფარგლებში ხარაგაულის #3 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა – ნია იჩქიტიძემ, ქეთევან მაჭავარიანმა, მარიამ ლურსმანაშვილმა, ანა ტაბატაძემ და ნინი ხუტაშვილმა 2023 წლის 15 დეკემბრიდან 2024 წლის 31 იანვრის ჩათვლით სტაჟირება გაიარეს „ჩემი ხარაგაულის“ რედაქციაში.
ისინი გაეცვნენ დამოუკიდებელი მედიაორგანიზაცია „ჩემი ხარაგაულის“ საქმიანობას და თავადაც ჩაერთნენ ჟურნალისტურ საქმიანობაში.
ამ ფოტოზე „ჩემი ხარაგაულის“ სტაჟიორები თავიანთ მასწავლებლებთან თამარ მაქაძესთან, ნათია ბაბლიძესთან, სკოლის დირექტორ ნანა კვინიკაძესთან და „ჩემი ხარაგაულის“ რედაქტორ ლაურა გოგოლაძესთან ერთად არიან აღბეჭდილნი.
ნიამ, ქეთიმ, მარიამმა, ანამ და ნინიმ მათთვის საინტერესო თემებზე ჟურნალისტური ნამუშევრები მოამზადეს. მათ ნამუშევრებს გაეცანით ბმულზე.
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის კიცხის საჯარო სკოლის VII კლასის მოსწავლე
ხარაგაულის მუნიციპალიტეტში ახალშობილთა ოჯახებისთვის ერთჯერადი
ხარაგაულის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის სახურავის რეაბილიტაციისთვის
თარიღი: 30-31 მაისი, 2026 წელი ლოკაცია: Slink Cafe | ილიას ბაღი
სეზონური ნახტომი – ზამთრიდან პირდაპირ ზაფხულში გადასვლა, მაისში ძლიერი წვიმები,