აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის მართვის ცენტრი დღეს, 19 ოქტომბერს, ფაროსანას საწინააღმდეგო ღონისძიებებს ექვს რეგიონში გეგმავს.

მათ შორის, იმერეთიდან, ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ სარგვეშში – ცივი შესხურებით/წერტილოვანი წამლობით.

„თერმული ნისლით ტერიტორიების დამუშავება ყველა რეგიონის ადმინისტრაციულ ერთეულში უსაფრთხოების ნორმების სრული დაცვით, ღამის საათებში ტარდება, რათა თავიდან ავიცილოთ ფუტკრის დაზიანების რისკი.

ცივი შესხურებით – წერტილოვანი წამლობები დილიდან იწყება და მთელი დღის განმავლობაში გრძელდება.

ცუდი მეტეოროლოგიური პირობების ან გაუთვალისწინებელი ტექნიკური შეფერხების გამო რეგიონების და თითოეული მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ერთეულში დაგეგმილ ღონისძიებათა განრიგში, შესაძლოა, შევიდეს ცვლილებები, რის შესახებაც მოსახლეობას წინაწარ ვაცნობებთ

ჩასატარებელი ღონისძიებების გეგმა-გრაფიკი მუდმივად ქვეყნდება აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის მართვის ცენტრის ფეისბუქ გვერდზე და ასევე ხელმისაწვდომია ვებგვერდზე“, – აღნიშნულია განცხადებაში.