21 მარტი დაუნის სინდრომის მსოფლიო დღეა.
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ ხორითში მცხოვრები, დაუნის სინდრომის მქონე გიორგი კალანდაძის დედა მარინა ნავაძე ამბობს:
„ჩემი 26 წლის შვილი, გიორგი, დაუნის სინდრომის მქონეა. სიყვარულს და ჩახუტებას არ სჭირდება წლის რომელიმე რიცხვი და დღე გამოვყოთ მათ მიმართ, ვინც ძალიან გვიყვარს. მათ ყოველ წუთს სჭირდებათ ყურადღება.
გიორგის ხასიათი შეეცვალა – უფრო მეტად ჩაკეტილი გახდა და თითქმის აღარ მელაპარაკება, გარეთაც იშვიათად გადის. ყველაზე ბედნიერად თავს თავისი დების გარემოცვაში გრძნობს.
ძალიან უხარია, ჩვენს უბანში გარე განათება მისი მოთხოვნის შემდეგ რომ მოეწყო. გიორგის თავისი სამყარო აქვს, ფაქიზის სულის პატრონია და მასზე ყველა ადამიანისგან ნათქვამი სიტყვა ძალიან მოქმედებს.
მოგვიწოდებენ, რომ ერთად დავამარცხოთ სტერეოტიპები. უბრალოდ ვიტყვი, რომ 21 მარტი უფრო უნდა ემსახურებოდეს იმ ადამიანების ცნობიერების ამაღლებას, რომლებიც ჯერ კიდევ ვერ ხვდებიან, თუ რას ნიშნავს დაუნის სინდრომი.
დიახ! ჩემი შვილი ბედნიერებას მჩუქნის ყოველ წუთსა და წამს“.
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანდაცვისა და სოციალური უზრუნველყოფის სამსახურში ხარაგაულში მცხოვრები დაუნის სინდრომის მქონე ხუთი პირია აღრიცხული. სოციალური პროგრამიდან წელს თოთოეულ მათგანს 200-200 ლარი ჩაერიცხა.
ამავე თემაზე
მე რომ გამგებელი ვიყო, ხორითში გარე განათებას მოვაწყობდი – გიორგი კალანდაძე
ნიდერლანდების სამოყვარულო თეატრი „ათინათი“
20 ნოემბერს „ხარაგაულობა“ გაიმართა. ღონისძიება ხარაგაულის შემოსასვლელში,
2024-2025 სასწავლო წელს ეროვნული სასწავლო
არჩევნები არ შედგა და აუცილებელია, უმოკლეს ვადაში ჩატარდეს ახალი არჩევნები.
სანამ დავა საკონსტიტუციო სასამართლოში მიდის, მანამდე პარლამენტი