

გაეროს ქალთა ორგანიზაციის მხარდაჭრით, თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოსა და მერიაში დამტკიცდა სექსუალური შევიწროების პრევენციისა და მასზე რეაგირების მექანიზმის დოკუმენტი.
ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოში მსგავსი დოკუმენტი დაინერგა. დოკუმენტი კრძალავს სექსუალურ შევიწროებას ჩადენილს როგორც მუნიციპალიტეტის ორგანოების თანამშრომლების, ასევე პოლიტიკური თანამდებობის პირების მიერ, და ფაქტის დადასტურების შემთხვევაში, შესაბამის სანქციებს ითვალისწინებს.
სექსუალური შევიწროების პრევენციის დოკუმენტი მნიშვნელოვანი ინსტიტუციური მექანიზმია, რომელიც უზრუნველყოფს თანამშრომლების ინფორმირებულობას სექსუალური შევიწროების აკრძალვის საკითხებზე, სექსუალური შევიწროებისგან თავისუფალ გარემოს, ჯანსაღ ორგანიზაციულ კულტურასა და ფაქტზე ეფექტიან რეაგირებას.
გაეროს ქალთა ორგანიზაცია აგრძელებს სხვა მუნიციპალიტეტების და ცენტრალური ხელისუფლების ორგანოების მხარდაჭერას სექსუალური შევიწროების პრევენციის მიმართულებით.
აქამდე გაეროს ქალთა ორგანიზაციამ მსგავსი მხარდაჭერა 19 სამინისტროს და სხვა საჯარო უწყებას გაუწია. რამდენიმე უწყებაში კი მექანიზმი შემუშავების პროცესშია.
14 ნოემბერს, დღის 14:00 საათზე, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში
თბილისის წიგნის დღეების ფარგლებში კამპანიას – „სინათლე არ უნდა ჩაქრეს“ 12 გამომცემლობა
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო საგზაო უსაფრთხოების წესების
სინათლე არ უნდა ჩაქრეს! სწორედ ამიტომ მატარებელი კომიქსის გუნდმა გადავწყვიტეთ,
„სინათლე არ უნდა ჩაქრეს“ – გამომცემლობა „ინტელექტი“ უერთდება დამოუკიდებელი