USAID-ის სამოქალაქო განათლების პროგრამაში ჩართული ბორითის საჯარო სკოლის მოსწავლეები ხარაგაულის მუნიციპალიტეტის გენდერული თანასწორობის საბჭოს თავმჯდომარე დავით კიკნაძეს შეხვდნენ.
ამ სკოლის სამოქალაქო განათლების მასწავლებელი რაგული კალანდაძე ამბობს, რომ შეხვედრის მიზანი გენდერული თანასწორობის კუთხით ადგილობრივი ხელისუფლების მიერ განხორციელებული და დაგეგმილი აქტივობების, გენდერული პოლიტიკის პრინციპების გაცნობა იყო.
„სიტყვა გენდერი ათი წლის წინ გავიგონე პირველად, – აღნიშნა დავით კიკნაძემ მოსწავლეებთან შეხვედრაზე, – მას შემდეგ ჩემი ხედვები და დამოკიდებულებები ამ საკითხის მიმართ შეიცვალა.
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის გენდერული თანასწორობის საბჭო ძირითად აქტივობებს ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ მიმართული კვირეულის ფარგლებში ახორციელებს. ეს პროექტებია:
მუნიციპალიტეტების ბიუჯეტები გენდერულად დაბალანსებული უნდა იყოს. ეს იმას ნიშნავს, რომ თვითმმართველობისგან განხორციელებული ინფრასტრუქტურული პროექტებით თანაბრად ისარგებლებს ქალი და მამაკაცი. მუნიციპალური სოციალური პროგრამებით ვეხმარებით ყველას, განურჩევლად სქესისა, ეროვნებისა და რელიგიური მრწამსისა.
გასულ საუკუნეში თანამდებობებზე, უმეტესად, კაცები სჭარბობდნენ. ახლა სიტუაცია თანდათან იცვლება და გადაწყვეტილების მიმღებ პოზიციებზე ქალებს ირჩევენ და ნიშნავენ. ამას ხელი გარკვეულწილად კვოტირების შემოღებამ შეუწყო, როცა პოლიტიკური პარტიის სიაში ყოველი მეორე ან ყოველი მესამე ქალია. თუმცა, მიმაჩნია, რომ ეს კვოტირება ხელოვნური არ უნდა იყოს.
ხარაგაულის საკრებულო ერთადერთია ქვეყნის მასშტაბით, სადაც 13 დეპუტატი ქალია. გვყავს პარლამენტარი და მინისტრი ქალები, ქვეყნის პრეზიდენტი ქალია.
გენდერული თანასწორობით კუთხით ვერ ვიტყვით, რომ ყველაფერი იდეალურადაა. ჯერ კიდევ ბევრი ძალისხმევა, ბევრი ქმედითი ნაბიჯია საჭირო ოჯახური ძალადობისა და რეალური თანასწორობის მისაღწევად, ჯერ კიდევ დასამსხვრევია ბევრი სტერეოტიპი, მაგალითად, – სამზარეულო მხოლოდ ქალის საქმეა, ოჯახის უფროსი კაცია და სხვ.
იმედი მაქვს, მომავალი თაობა უკეთ შეძლებს ამ გამოწვევების დაძლევას“.
ბორითის საჯარო სკოლის მოსწავლე ელენე გორგაძემ შეხვედრაზე აღნიშნა, რომ გენდერული თანასწორობის კუთხით მოქალაქეთა ცნობიერების ამაღლება ძალიან მნიშვნელოვანია. მან საკრებულოს გენდერული თანასწორობის საბჭოს ამ საკითხზე თანამშრომლობა შესთავაზა.
თავის მხრივ დავით კიკნაძე მოსწავლეებს დაჰპირდა, რომ უახლოეს ხანში გენდერული თანასწორობის საბჭოს წევრები ბორითში გენდერული თანასწორობის საკითხზე შეხვედრას მოაწყობენ და სპეციალისტების მიერ მომზადებულ საინფორმაციო ბუკლეტებს დაარიგებენ.
დავით კიკნაძემ გენდერული თანასწორობის საბჭოს სახელით USAID-ის სამოქალაქო განათლების პროგრამაში ჩართულ სკოლებთან თანამშრომლობისთვის მზადყოფნა გამოთქვა. ხარაგაულის მუნიციპალიტეტიდან ამ ხუთწლიან პროგრამაში იმერეთიდან 93, ხოლო ხარაგაულიდან 6 სკოლაა (ხარაგაულის #2 და #3, მარელისის, კიცხის, ბორისა და ბორითის) ჩართული.
ამავე თემაზე
ტაბუირებულ თემებზე ღიად მსჯელობა მომავალში პრობლემებს აგვაშორებს
როგორი პარლამენტი გვსურს, რომ ავირჩიოთ, რა მნიშვნელობა აქვს
როგორი წინასაარჩევნო გარემოა ხარაგაულში, – ამ შეკითხვით იმ
„მეოცე საუკუნის 90-იან წლებში, როცა ქვეყანაში
მეოთხე სასწავლო წელია, ხარაგაულის მუნიციპალიტეტში წყალაფორეთის
13 ოქტომბერს, ბრიუსელში ნიდერლანდების