
ქვეყნის მასშტაბით სეზონური გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაცია დაიწყო.
ხარაგაულის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის დირექტორის, ალექსანდრე ტაბატაძესგან მოპოვებული ინფორმაციით, მუნიციპალიტეტში უკვე შემოსულია 1000 დოზა ვაქცინა. ვაქცინების ნაწილი ხარაგაულის საავადმყოფოს უკვე მიეწოდა, ხოლო სოფლების საექიმო ამბულატორიებს დღეს, 13 ოქტომბერს, მიაწოდებენ.
ასე რომ, აცრის მსურველებს შეუძლიათ უკვე მიაკითხონ ხარაგაულის საავადმყოფოს, ხოლო ხვალიდან – სოფლების საექიმო ამბულატორიებს. აცრა ყველა მოქალაქისთვის უფასოა.
სეზონურ გრიპზე ვაქცინაცია 6 თვის ასაკიდანაა შესაძლებელი.
გასულ, 2024 წელს, ხარაგაულის მუნიციპალიტეტში სეზონურ გრიპზე ვაქცინაცია 2 200-მა პირმა გაიკეთა.
იმუნიზაციის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში საქართველომ 200 000 დოზა ფრანგული წარმოების, ოთხკომპონენტიანი, (SANOFI WINTHROP INDUSTRIE-ის VaxigripTetra) სეზონური გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინა შეიძინა, რომელიც ერთ-ერთია ჯანმოს მიერ რეკომენდებულ ვაქცინებს შორის. ვაქცინა მორგებულია იმ შტამებზე, რომელთა ცირკულაცია მოსალოდნელია გრიპის სეზონზე.
ქვეყნის მასშტაბით სეზონური გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაცია დაიწყო. ხარაგაულის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის დირექტორის, ალექსანდრე ტაბატაძესგან მოპოვებული ინფორმაციით, მუნიციპალიტეტში უკვე შემოსულია 1000 […]
დღეს, 9 ოქტომბერს, ხარაგაულის მუნიციპალიტეტში სასკოლო
ფსიქოლოგები, ფსიქოთერაპევტები და ფსიქიკური ჯანმრთელობის სფეროს
„ძალიან ღრმა, ძალიან მძლავრი და ექსტრემალურად დიდი“ – ასე აფასებს
სტრასბურგის სასამართლომ „საქართველოს ამბები/მთის ამბების“ რედაქტორის,