ხარაგაულში კომპოზიტორ რუსუდან (მაცაცო) სებისკვერაძის შემოქმედებითი საღამო გაიმართა.
„დღეს ხარაგაულში ხელოვნების დღესასწაულია, – მიმართა ხარაგაულის კინოთეატრში შეკრებილ საზოგადოებას ღონისძიების წამყვანმა, ხარაგაულის კულტურის სამსახურის უფროსმა ირინე ჩხეიძემ, – დღესასწაულია ყველა იმ ადამიანისთვის, ვისაც ჭეშმარიტი ხელოვნება უყვარს.
ჩვენ ვხვდებით დიდ შემოქმედს, რუსუდან სებისკვერაძეს.
გვეამაყება, რომ მისი ფესვები ხარაგაულიდან, უბისიდანაა. მისი წინაპრები უბისის ტაძრის მგალობლები იყვნენ და უთუოდ, ქალბატონი რუსუდანის შემოქმედებას უბისის ტაძრის მადლი მიჰყვება.
რუსუდან სებისკვერაძე რეზო ლაღიძის ხელდასმული და მისი შემოქმედების ღირსეული გამგრძელებელია.
კომპოზიტორი თავისი სიმღერებით ჩვენს გულისნადებს იმეორებს და ალბათ ესაა, ნამდვილი სახალხოობა. ამიტომაც შეიყვარა ის მთელმა საქართველომ.
ყველა ანსამბლისა და მომღერლის რეპერტუარში უხვადაა მაცაცო სებისკვერაძის სიმღერები, რომლებსაც თაობები მღერიან.
მიიღეთ ეს საღამო ჩვენგან დიდი სიყვარულისა და მადლიერების ნიშნად“.
შემოქმედებით საღამოზე რუსუდან სებისკვერაძის სიმღერები შეასრულეს:
რუსუდან სებისკვერაძეს საკუთარი ლექსი მიუძღვნა ფოლკლორის სახელმწიფო პრემიის ლაურეატმა, სახალხო მთქმელმა ვიტალი ფცქიალაძემ.
ღონისძიებაზე შესრულდა რუსუდან სებისკვერაძის მიერ ხარაგაულზე შექმნილი სიმღერის „უფლის ნაკრძალს – ხარაგაულს“ პრემიერა (ტექსტის ავტორი თამაზ სანებლიძე).
„ყოველთვის იმას ვაკეთებ, რაც შემიძლია და კარგად გამომდის, – აღნიშნა რუსუდან სებისკვერაძემ შემოქმედებით საღამოზე. დიდი მადლობა, რომ არაჩვეულებრივად, დიდი სიყვარულით შეასრულეთ ჩემი სიმღერები.
ცალკე გამოვეცი კრებული „დიდებული იმერეთი“, სადაც ჩემს მიერ იმერეთზე დაწერილი ყველა სიმღერაა შესული. იმერლები საოცრად ლამაზად მღერიან და ეს სიმღერაც, „უფლის ნაკრძალს – ხარაგაულს“, არის საჩუქარი ჩემგან.
მინდა, რომ სულ გემღერებოდეთ. ბედნიერები და გახარებულები იყავით ოჯახებით, სიკეთე იყოს ჩვენს ქვეყანაში“.
P. S. „ჩემი ხარაგაულის“ რედაქცია რუსუდან სებისკვერაძესთან ვრცელ ინტერვიუს უახლოეს მომავალში შემოგთავაზებთ.
ამავე თემაზე
რუსუდან სებისკვერაძის საჩუქარი ხარაგაულს (ვიდეო)
თვისებები, რისთვისაც ნამდვილი იმერელი გიყვარს, მხოლოდ ხარაგაულელებს აქვთ – მაცაცო სებისკვერაძე
20 ნოემბერს ხარაგაულის ადგილობრივმა ხელისუფლებამ „ხარაგაულობა“
ნიდერლანდების სამოყვარულო თეატრი „ათინათი“
20 ნოემბერს „ხარაგაულობა“ გაიმართა. ღონისძიება ხარაგაულის შემოსასვლელში,
2024-2025 სასწავლო წელს ეროვნული სასწავლო
არჩევნები არ შედგა და აუცილებელია, უმოკლეს ვადაში ჩატარდეს ახალი არჩევნები.