

დღეს, 27 ნოემბერს, ხარაგაულის კინოთეატრში ელექტრონული არჩევნების შესახებ მასწავლებლებთან საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა.
ხარაგაულის მუნიციპალიტეტში მოქმედი სკოლების წარმომადგენლებს #48 ხარაგაულის საოლქო საარჩევნო კომისიის მდივანმა, არჩილ ბლიაძემ, ელექტრონული არჩევნების შესახებ დაწვრილებითი ინფორმაცია გააცნო.
2024 წელს საქართველოში სულ 2755 საარჩევნო უბანი გაიხსნება. მათგან, 767 უბანზე არჩევნები ძველი, ტრადიციული წესით ჩატარდება, ხოლო დანარჩენ საარჩევნო უბნებზე – ახალი, ელექტრონული წესით.
#48 ხარაგაულის საარჩევნო ოლქში მოქმედი 37 საარჩევნო უბნიდან ელექტრონულად არჩევნები 18 უბანზე გაიმართება.
ელექტრონული არჩევნების შესახებ საინფორმაციო შეხვედრები უკვე ჩატარდა „ხარაგაულობის“ ღონისძიების მონაწილეებისათვის, მუნიციპალური სამსახურების, პოლიციის, დაცვისა და სამაშველო სამსახურების, ხარაგაულის საკრებულოსა და მერიის თანამშრომლებისთვის.
ელექტრონულ არჩევნებში მონაწილეობის შესახებ დეტალური ინფორმაცია წაიკითხეთ აქ.
დღეს, 10 აგვისტოს, ხარაგაულის ცენტრალური ბიბლიოთეკის სამკითხველო
4-8 აგვისტოს ხარაგაულში, ბორის სკოლის
დღე, 7 აგვისტოს, მოულოდნელად გარდაიცვალა ჩვენი კოლეგი და მეგობარი,
ევროკავშირის პრეს-სპიკერი განცხადებას
მიმდინარეობს ძუ (მდედრი) ძაღლების უფასო სტერილიზაციის პროგრამა!