საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ფარგლებში, მშობიარობა და საკეისრო კვეთა, ყველა მოქალაქისთვის სრულად ფინანსდება;
აღსანიშნავია, რომ დაფინანსება მოიცავს არჩევით ექიმის აყვანისა და გაუტკივარების საფასურს. ასევე, მედიკამენტების, კვებისა და პირდაპირ და არაპირდაპირ ხარჯს; შესაბამისად, პაციენტს თანხის გადახდა არ მოუწევს.
რაც შეეხება ჩვენების გარეშე, პაციენტის მოთხოვნის საფუძველზე ჩატარებულ საკეისრო კვეთას, ან ე.წ. VIP პალატის მომსახურებას, აღნიშნული სერვისები სახელმწიფოს მიერ არ ფინანსდება;
მშობიარობისა და საკეისრო კვეთის მომსახურების ტარიფები გათანაბრდა და საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში ჩართულ ყველა სამედიცინო დაწესებულებაში და 1 222 ლარით განსაზღვრა;
რეფორმის მიზანი მაღალი ხარისხის სამედიცინო სერვისებზე მაქსიმალური ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა, პაციენტის თანაგადახდის შემცირება, ჯანდაცვის სისტემის ეფექტურობის გაზრდა და საბიუჯეტო სახსრების ეფექტური ხარჯვაა.
ქვეყანაში საკეისრო კვეთის მაღალი მაჩვენებლის გამო, მიზანშეწონილად ჩაითვალა საკეისრო კვეთისა და მშობიარობის ფასის გათანაბრება, რაც შეამცირებს სამედიცინო პერსონალის მოტივაციას საკეისრო კვეთის სასარგებლოდ;
მედიცინის აკადემიური დოქტორი, ჯანდაცვის პოლიტიკის ინსტიტუტის დირექტორი თენგიზ ვერულავა ამ სიახლეს მისასალმებელს უწოდებს და ამბობს, რომ „ჯანდაცვის ეკონომისტები ბევრ ქვეყანაში ასეთი გათანაბრების რეკომენდაციას იძლევიან, რადგან ეს ამცირებს სამედიცინო პერსონალის მოტივაციას, რომ მაღალი ფასის გამო ჩაატარონ საკეისრო კვეთა.
საკეისრო კვეთების რაოდენობა საქართველოში კარგა ხანია გადაცდა 50%-ს, რაც საგანგაშო სტატისტიკაა. ვფიქრობ, ახალი ცვლილებები საგრძნობლად შეამცირებს დაფინანსების მეთოდის გამო ხელოვნურად გაზრდილი საკეისრო კვეთების რიცხვს და რაც მთავარია დაზოგავს საბიუჯეტო სახრსებს. ასევე მისასალმებელია, რომ ტარიფში შევიდა არჩევით ექიმის აყვანა, რაც გაზრდის მაღალი ხარისხის სამედიცინო სერვისებზე მაქსიმალურ ხელმისაწვდომობას“.
20 ნოემბერს ხარაგაულის ადგილობრივმა ხელისუფლებამ „ხარაგაულობა“
ნიდერლანდების სამოყვარულო თეატრი „ათინათი“
20 ნოემბერს „ხარაგაულობა“ გაიმართა. ღონისძიება ხარაგაულის შემოსასვლელში,
2024-2025 სასწავლო წელს ეროვნული სასწავლო
არჩევნები არ შედგა და აუცილებელია, უმოკლეს ვადაში ჩატარდეს ახალი არჩევნები.