კიცხის საჯარო სკოლას, პირველ ნოემბერს, USAID-ის სამოქალაქო განათლების პროგრამის მონაწილე ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ექვსი სკოლის წარმომადგენლები სტუმრობდნენ.
სამოქალაქო განათლების მასწავლებლები, მოსწავლეთა თვითმმართველობის თავმჯდომარეები და მათი მოადგილეები ამ პროგრამაში კიცხის სკოლის გამოცდილებას გაეცვნენ.
„როგორც ლიდერმა სკოლამ, მეგობარ სკოლებს გავაცანით ჩვენი საქმიანობა, გასული წლის პროექტები, აქტივობები, თუ როგორ გავხდით ტექნიკის კონკურსის გამარჯვებული და მოვიპოვეთ „ლიდერი სკოლის“ სტატუსი. შეხვედრაზე, ერთობლივად მუშაობისთვის, სამომავლო გეგმა შევიმუშავეთ,“, – ამბობს კიცხის საჯარო სკოლის სამოქალაქო განათლების პედაგოგი ეკა მელქაძე.
USAID-ის სამოქალაქო განათლების პროგრამას ახორციელებს ამერიკული ორგანიზაცია PH International, ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) დაფინანსებით და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მხარდაჭერით. სამეცნიერო-ინტელექტუალური კლუბი „თაობათა დიალოგი“ (RICDOG) წარმოადგენს პროგრამის რეგიონალურ პარტნიორ ორგანიზაციას იმერეთში.
ამავე თემაზე
მოსწავლეთა ძლიერი თვითმმართველობა სასკოლო ცხოვრების გასაუმჯობესებლად
სკოლებში თვითმმართველობების გააქტიურებას მაქსიმალური ყურადღება დაეთმობა
20 ნოემბერს ხარაგაულის ადგილობრივმა ხელისუფლებამ „ხარაგაულობა“
ნიდერლანდების სამოყვარულო თეატრი „ათინათი“
20 ნოემბერს „ხარაგაულობა“ გაიმართა. ღონისძიება ხარაგაულის შემოსასვლელში,
2024-2025 სასწავლო წელს ეროვნული სასწავლო
არჩევნები არ შედგა და აუცილებელია, უმოკლეს ვადაში ჩატარდეს ახალი არჩევნები.