

თბილისის მოსწავლეთა ეროვნულ სასახლეში 18-22 ოქტომბერს XV საერთაშორისო კინოფესტივალი „თბილისური აისი 2023“ გაიმართა.
ფესტივალის ორგანიზატორია თბილისის ეროვნულ სასახლესთან არსებული სტუდია „პიონერფილმი“ (ხელმძღვანელი გრიგოლ ჩიგოგიძე).
ამ ფესტივალში მსოფლიოს შვიდი ქვეყნის წარმომადგენლები მონაწილეობდნენ. საერთაშორისო ფესტივალზე ხარაგაულის მოსწავლეთა სახლი (დირექტორი ჰამლეტ ბერაძე) ორი მოკლემეტრაჟიანი ფილმით – „ცისკრის ვარსკვლავი“ და „ძიებაში“ წარსდგა.
„ცისკრის ვარსკვლავი“ ნომინაციაში „ჰუმანური მოტივებისათვის“ ფესტივალის სპეციალური ჯილდოთი და დიპლომით დაჯილდოვდა. ფილმს ასევე გადაეცა ტელეკომპანია პირველი არხის მიერ დაწესებული სპეციალური პრიზი.
„ცისკრის ვარსკვლავის“ სცენარის ავტორია მარიამ თაბუკაშვილი, ხარაგაულის მოსწავლეთა სახლის კინომოყვარულთა წრის პედაგოგი თიკო კიკნაძე).
ეს წარმატება პირველი არ არის ხარაგაულის მოსწავლე-ახალგაზრდობის სახლის კინომოყვარულთა წრისათვის – 2021 წელს ამავე ფესტივალზე კინომოყვარულთა წრის ფილმი „მარტოსული“ დაჯილდოვდა.
ამავე თემაზე
ხარაგაულის მოსწავლეთა სახლისა და „პიონერფილმის“ თანამშრომლობა გრძელდება
დღეს ხარაგაულის მაცხოვრის შობისა და თორმეტი მოციქულის სახელობის
9 აპრილი ეროვნული ერთიანობის, თავისუფლებისა და გმირობის დღეა.
სასმელის პლასტმასის ბოთლებით რეალიზაციის აკრძალვა 2031 წლამდე გადავადდა.
სტიქიის პრევენციის სახელმწიფო პროგრამით, ხარაგაულის მუნიციპალიტეტს 888 491 ლარი გამოეყო.
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, კულტურის, სპორტისა