მოსწავლე-ახალგაზრდობის ეროვნულ სასახლეში კინომოყვარულთა საერთაშორისო ფესტივალი „თბილისური აისი“ გაიმართა.
ფესტივალში, დისტანციურად, 31 ქვეყანა მონაწილეობდა. ოთხი საფესტივალო დღის განმავლობაში ნაჩვენები იყო კინომოყვარულთა მიერ შექმნილი 85-მდე მოკლემეტრაჟიანი ფილმი.
ხარაგაულის მოსწავლე-ახალგაზრდობის სახლის (დირექტორი მაია ბლუაშვილი) კინომოყვარულთა წრემ (პედაგოგი თიკო კიკნაძე) წარადგინა ფილმი „მარტოსული“, რომელმაც გაიმარჯვა ნომინაციაში „საუკეთესო ფილმი ბავშვთა უფლებებზე“.
„ხარაგაულის მოსწავლე-ახალგაზრდობის სახლში“ კინომოყვარულთა წრე ორი წელია შეიქმნა და 12 მოსწავლეს აერთიანებს, – ამბობს მაია ბლუაშვილი, – გასულ წელსაც მივიღეთ ამ ფესტივალში მონაწილეობა, ჩვენმა ფილმმა ერთ0ერთ ნომინაციაში გაიმარჯვა და საჩუქრად კინოკამერა გადმოგვცეს.
ფილმი ზაფხულშია გადაღებული, მასში მონაწილეობს კინომოყვარულთა წრის მოსწავლე მარიამ თაბუკაშვილი, ოთარ აბაშიძის სახელობის ხარაგაულის სახალხო თეატრის მსახიობები ლია ჭიპაშვილი და ვასილ კიკნაძე. ფილმზე მუშაობდა ნათია კაციტაძე. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ამ პანდემიის დროსაც ვმუშაობთ და ჩვენი მუშაობის შედეგიც დადგა”.
ფილმის სცენარი მთავარი როლის შემსრულებელ მარიამ თაბუკაშვილს ეკუთვნის. ის ამბობს, რომ თავდაპირველად სცენარს “გოგონა მეტროს რელსებზე” ერქვა.
„კინოფესტივალისთვის ფილმის სცენარის შერჩევა რომ დავიწყეთ მოსწავლეებმა საკუთარი მოთხრობები წარვადგინეთ, ეს ნაწარმოები პირველი ლოქდაუნის დროს დავწერე. ბევრი წიგნი წავიკითხე და შემდეგ წერის სურვილი გამიჩნდა. სცენარის დამტკიცების შემდეგ ცოტათი გადავაკეთეთ და ხარაგაულის სინამდვილეს მოვარგეთ, რადგან პანდემიის გამო ფილმის გადაღებას თბილისის მეტროში ვერ შევძლებდით.
პედაგოგმა თიკო კიკნაძემ მითხრა, რომ ამ გოგონას ემოციებს უკეთ ვიცნობდი და ფილმში მონაწილეობა მე უნდა მიმეღო. ძალიან ვინერვიულე და ვფიქრობდი, რომ ვერ შევძლებდი, თუმცა გადამღები ჯგუფი იმდენად მიწყობდა ხელს ყველაფერი იოლად გამომივიდა.
სცენებში ცრემლებიც კი ბუნებრივად მომდიოდა. დიდი მადლობა მოსწავლეთა სახლსა და მთელს გადამღებ ჯგუფს. ძალიან გამეხარდა, რომ შრომა დაგვიფასდა და ჩვენმა ფილმმა გაიმარჯვა“, – ამბობს მარიამ თაბუკაშვილი.
„კინომოყვარულთა წრის მეცადინეობებზე თავდაპირველად ვიწყებთ თემების შერჩევას, რა თემაზე უნდა გადავიღოთ ფილმი, – ამბობს თიკო კიკნაძე, – თემის შერჩევის შემდეგ მოსწავლეები სცენარზე მუშაობას იწყებენ, მოსწავლეების მიერ შექმნილ სცენარებს ჯგუფურად განვიხილავთ და გამარჯვებულს ვასახელებთ.
გადაღება მოსწავლეებისა და ჩემი ჩართულობით მიმდინარეობს. გვაქვს სამოყვარული ვიდეოკამერა და ამ ფესტივალზე მოგებული კინოკამერაც. ვიღებთ ერთი ან ორი კამერით. მონტაჟში ეროვნული სახალო ფესტივალის ხელმძღვანელი გრიგოლ ჩიგოგიძეც გვეხმარება.
ბავშვები იმდენად ბოლომდე იხარჯებოდნენ ფილმის მუშაობის პროცესში, რომ წარმოუდგენელი იყო ამ ფილმს წარმატებისთვის არ მიეღწია. ძალიან ბედნიერი ვარ, რომ მათ გახარებულ სახეებს ვხედავ“.
ვულოცავთ „ხარაგაულის მოსწავლე-ახალგაზრდობის სახლს” გამარჯვებას, წინსვლასა და წარმატებებს ვუსურვებთ.
20 ნოემბერს ხარაგაულის ადგილობრივმა ხელისუფლებამ „ხარაგაულობა“
ნიდერლანდების სამოყვარულო თეატრი „ათინათი“
20 ნოემბერს „ხარაგაულობა“ გაიმართა. ღონისძიება ხარაგაულის შემოსასვლელში,
2024-2025 სასწავლო წელს ეროვნული სასწავლო
არჩევნები არ შედგა და აუცილებელია, უმოკლეს ვადაში ჩატარდეს ახალი არჩევნები.