ხარაგაულის მოსწავლე-ახალგაზრდობის სახლის კინომოყვარულთა წრის მოსწავლეები თბილისის მოსწავლეთა სასახლეში „პიონერფილმს“ სტუმრობდნენ.
ხარაგაულელების ვიზიტი „პიონერფილმის“ ხელმძღვანელმა გრიგოლ ჩიგოგიძემ დაგეგმა და როგორც თავად ხარაგაულელი კინომოყვარულები ამბობენ, საინტერესო და შინაარსიანი პროგრამა შესთავაზა.
„პირველ დღეს ექსკურსიაზე პარლამენტში ვიმყოფებოდით, – ამბობს ხარაგაულის მოსწავლეთა სახლის კინომოყვარულთა წრის წევრი ლიზა დევდარიანი, – შემდეგ ეროვნული გალარეა დავათვალიერეთ. ძალიან შთამბეჭდავი იყო ფიროსმანის ნახატებისა და მეფე ერეკლესადმი მიძღვნილი გამოფენის გაცნობა.
თბილისში სტუმრობის მეორე დღეს კინორეჟისორ გოგა ხაინდრავას შევხდით. მან მასტერკლასი ჩაგვიტარა, დაგვათვალიერებინა ფილმის გადასაღები პავილიონები, ხმის ჩამწერი სტუდია. მისი საუბრის მოსმენის შემდეგ რამდენიმე მოსწავლემ თქვა, რომ მომავალ პროფესიად კინორეჟისორობას აირჩევს.
ყველაზე შთამბეჭდავი მაინც ოპერის თეატრში სპექტაკლზე „ქეთო და კოტე“ დასწრება იყო. მადლობა ბატონ გრიგოლ ჩიგოგიძეს ასეთი საჩუქრისთვის. ოპერისა და ბალეტის თეატრის შენობაში ექსკურსია მოგვიწყო საოპერო მომღერალმა, მსახიობ კახი კავსაძის ძმამ, იმერი კავსაძემ.
მესამე დღეს თბილისის კინოსახლში ერთობლივი ღონისძიება – ფილმების ჩვენება და კონცერტი გაიმართა“.
„პიონერფილმისა“ და ხარაგაულის მოსწავლეთა სახლის თანამშრომლობა გრძელდება და ეს კინომოყვარულთა წრის გაძლიერებას ხელს შეუწყობს, – ამბობს ხარაგაულის მოსწავლეთა სახლის დირექტორი ჰამლეტ ბერაძე, – ხარაგაულში ამ ზაფხულს „პიონერფილმელების“ მიერ გადაღებული ფილმი „რწყილი და ჭიანჭველა“ დამსწრეთ ძალიან მოეწონათ. დავსახეთ სამომავლო გეგმები და ფილმების გადაღებისთვის მეტი გამოცდილება მივიღეთ“.
„ამ ზაფხულს, როდესაც ხარაგაულში სტუმრად ბრძანდებოდა ბატონი გრიგოლ ჩიგოგიძე და „პიონერფილმელები“, ვთქვი რომ ოპერაში არ ვიყავი ნამყოფი და ამაზე ვოცნებობდი, – ამბობს მოსწავლეთა სახლის თანამშრომელი მარიკა ხარატიშვილი, – ეს ოცნება ბატონი გრიშას დახმარებით ამიხდა.
ცდუნებას ვერ გავუძელი და აკრძალვის მიუხედავად, სპექტაკლის რამდენიმე ფოტო გადავიღე. წარმოდგენის დასრულების შემდეგ გრიშა მასწავლებელმა აგვიყვანა სცენაზე, გაგვაცნო მსახიობები და დირიჟორი, რომელიც 80 წლისაა და ნოტების გარეშე დირიჟორობს.
დაუვიწყარი დღეებისთვის მინდა მადლობა ვუთხრა „გრიშა მასწ“-ს, ადამიანს, რომელიც წლებია ხელმძღვანელობს პიონერფილმს. ის დღესაც შემართებით უძღვება თავის საქმეს და ახალგაზრდა თაობას კინოხელოვნებას აყვარებს“.
კინომოყვარულთა წრის ხელმძღვანელი თიკო კიკნაძე მიიჩნევს, რომ ხარაგაულელმა მოსწავლეებმა საინტერესო მასტერკლასით გამოცდილება მიიღეს – ადგილზე ნახეს გადასაღები მოედანი, გაეცვნენ პროფესიონალური ვიდეოკამერით გადაღების პროცესს. „ეს გამოცდილება ხარისხიანი ფილმების შექმნაში დაგვეხმარება“, – ამბობს თიკო კიკნაძე.
„პიონერფილმელებისა“ და ხარაგაულის მოსწავლეთა სახლის თანამშრომლობა 2014 წელს დაიწყო.
თბილისის მოსწავლეთა სასახლის სტუდია „პიონერფილმი“ ამ ზაფხულს ხარაგაულში ხუთდღიანი ვიზიტით იმყოფებოდა.
20 ნოემბერს ხარაგაულის ადგილობრივმა ხელისუფლებამ „ხარაგაულობა“
ნიდერლანდების სამოყვარულო თეატრი „ათინათი“
20 ნოემბერს „ხარაგაულობა“ გაიმართა. ღონისძიება ხარაგაულის შემოსასვლელში,
2024-2025 სასწავლო წელს ეროვნული სასწავლო
არჩევნები არ შედგა და აუცილებელია, უმოკლეს ვადაში ჩატარდეს ახალი არჩევნები.