

25 ოქტომბერს, 18:00 საათზე, ხარაგაულის კინოთეატრში ხარაგაულის ოთარ აბაშიძის სახელობის სახალხო თეატრი (რეჟისორი ირინე ჩხეიძე) გამართავს დათო ტურაშვილის პიესის მიხედვით დადგმულ სპექტაკლს „დოდოს მოლოდინში”.
ხარაგაულის თეატრი წლევანდელ ფესტივალში „თეატრალური იმერეთი“ სწორედ ამ სპექტაკლით წარსდგა და გაიმარჯვა ორ ნომინაციაში – „საუკეთესო რეჟისურა“, ხოლო თავად ირინე ჩხეიძემ დაიმსახურა პრიზი ქალის მთავარი როლის საუკეთესოდ შესრულებისთვის.
შეგახსენებთ, რომ სპექტაკლის რეჟისორი და მუსიკალური გამფორმებელია ირინე ჩხეიძე;
მხატვარი – გაიოზ შუბითიძე;
ქორეოგრაფი -ზაზა ლურსმანაშვილი
ოპერატორები – დავით კვირიკაშვილი, ირაკლი შარიქაძე და ზაზა ტაბატაძე.
სპექტაკლში მონაწილეობენ: ლუიზა კიკნაძე, ირინე ჩხეიძე, ლია ჭიპაშვილი, მაია ბერაძე, ბათუ კიკნაძე, ვასიკო კიკნაძე, დავით ჭყოიძე, გიორგი ჭიპაშვილი.
ბილეთები იყიდება სალაროში, ფასი 5 ლარი!
დღეს ხარაგაულის მაცხოვრის შობისა და თორმეტი მოციქულის სახელობის
9 აპრილი ეროვნული ერთიანობის, თავისუფლებისა და გმირობის დღეა.
სასმელის პლასტმასის ბოთლებით რეალიზაციის აკრძალვა 2031 წლამდე გადავადდა.
სტიქიის პრევენციის სახელმწიფო პროგრამით, ხარაგაულის მუნიციპალიტეტს 888 491 ლარი გამოეყო.
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, კულტურის, სპორტისა