„დოდოს მოლოდინში“ – ამ სპექტაკლის პრემიერა გამართა ხარაგაულის სახალხო თეატრმა იმერეთის თეატრალურ ფესტივალზე.
სპექტაკლს ქუთაისის ლადო მესხიშვილის თეატრში ამ პიესის ავტორი, მწერალი დათო ტურაშვილი დაესწრო.
სპექტაკლი მოგვითხრობს საბერძნეთში სამუშაოდ მყოფ ქალებზე, რომლებსაც მძიმე შრომით უწევთ საქართველოში დარჩენილი ოჯახების რჩენა. არანაკლებ რთულია საქართველოში დარჩენილი იმ ადამიანების ყოფა, რომლებიც წლებია მეუღლეებისა და დედების გარეშე ცხოვრობენ.
ამ სპექტაკლის რეჟისორი, სცენოგრაფი და მუსიკალური გამფორმებელია ირინე ჩხეიძე, ოპერატორები – დავით კვირიკაშვილი, ირაკლი შარიქაძე, ზაზა ტაბატაძე, ქორეოგრაფი – ზაზა ლურსმანაშვილი, მხატვარი – გაიოზ შუბითიძე.
მონაწილეობენ – კირია მარია – ლუიზა კიკნაძე, ნაირა – ირინე ჩხეიძე, დოდო – ლია ჭიპაშვილი, ლილი – მაია ბერაძე, ოთარ ურიდია – ბათუ კიკნაძე, მამა – ვასილ კიკნაძე, უფროსი ვაჟი – დავით ჭყოიძე, უმცროსი ვაჟი – გიორგი ჭიპაშვილი.
სპექტაკლის შემდეგ მწერალმა დათო ტურაშვილმა აღნიშნა, რომ მისი ეს პიესა სხვადასხვა წლებში ბევრ თეატრში დაიდგა. ხარაგაულის თეატრის სპექტაკლი მათ შორის ერთ-ერთი საუკეთესოა.
„საქართველოში თითქმის ყველა ოჯახიდან უცხოეთში სამუშაოდ არიან წასულები. ეს დღეს ყველაზე აქტუალური და საჭირბოროტო საკითხია“, – ამბობს დათო ტურაშვილი.
საერთაშორისო ფესტივალი „თეატრალური იმერეთი“ წელს მეთოთხმეტედ ტარდება. მასში იმერეთის რეგიონში მოქმედი 12-ვე მუნიციპალიტეტში მოქმედი თეატრები მონაწილეობენ.
ეს ფესტივალი პირველ ივლისს დაიხურება. ამ დღეს გამოცხადდებიან სხვადასხვა ნომინაციებში გამარჯვებული სპექტაკლები.
წარმატებებს ვუსურვებთ ხარაგაულის სახალხო თეატრს.
ამავე თემაზე დაგაინტერესებთ
ირინე ჩხეიძე – სპექტაკლმა ადამიანი პრობლემაზე უნდა დააფიქროს
იხილეთ ფოტოები სოციალურ ქსელში
ნიდერლანდების სამოყვარულო თეატრი „ათინათი“
20 ნოემბერს „ხარაგაულობა“ გაიმართა. ღონისძიება ხარაგაულის შემოსასვლელში,
2024-2025 სასწავლო წელს ეროვნული სასწავლო
არჩევნები არ შედგა და აუცილებელია, უმოკლეს ვადაში ჩატარდეს ახალი არჩევნები.
სანამ დავა საკონსტიტუციო სასამართლოში მიდის, მანამდე პარლამენტი