დღეს, პირველ ივლისს, საერთაშორისო ფესტივალის „თეატრალური იმერეთის“ საზეიმო დახურვა გაიმართა.
პროფესიულმა ჟიურიმ სხვადასხვა ნომინაციებში გამარჯვებული სპექტაკლები დააჯილდოვა.
ხარაგაულის სახალხო თეატრმა ორ ნომინაციაში გაიმარჯვა – რეჟისორ ირინე ჩხეიძის სპექტაკლმა „დოდოს მოლოდინში“ გაიმარჯვა ნომინაციაში „საუკეთესო რეჟისურა“, ხოლო თავად ირინე ჩხეიძემ დაიმსახურა პრიზი ქალის მთავარი როლის საუკეთესოდ შესრულებისთვის.
ნომინაციების მიხედვით გაიმარჯვეს:
საუკეთესო სპექტაკლი – „უსამშობლო კაცი“ რეჟისორი მარიამ სიხარულიძე (ტყიბულის სახალხო თეატრი);
საუკეთესო რეჟისურა – რეჟისორ ირინე ჩხეიძეს „დოდოს მოლოდინში“ (ხარაგაულის სახალხო თეატრი);
საუკეთესო სცენოგრაფია – მამუკა ტყეშელაშვილს „სამანიშვილის დედინაცვალი“ (წყალტუბოს სახალხო თეატრი) და „ბინა“ (ბაღდათის სახალხო თეატრი);
საუკეთესო მუსიკალური გაფორმება – „ვალი“ (ვანის სახალხო თეატრი);
ქალის საუკეთესო მთავარი როლი – ირინე ჩხეიძე „დოდოს მოლოდინში“ (ხარაგაულის სახალხო თეატრი);
მამაკაცის საუკეთესო მთავარი როლი – გიგა ბუბუტეიშვილი „ვალი“ (ვანის სახალხო თეატრი);
საუკეთესო ახალგაზრდა მამაკაცი მსახიობი – გიგა აბულაძე – „თორმეტი განრისხებული მამაკაცი“ (სამტრედიის ეროსი მანჯგალაძის სახელობის დრამატული თეატრი);
საუკეთესო ახალგაზრდა ქალი მსახიობი – ლიზი მეფარიძე „ფაბრიკის გოგონები“ (თერჯოლის სახალხო თეატრი);
საუკეთესო ეპიზოდური როლი – მარიამ მელაძე „მერე რა რომ სველია სველი იასამანი“ (ხონის სახალხო თეატრი);
საუკეთესო ეპიზოდური როლი – ზურაბ ყურაშვილი „სამანიშვილის დედინაცვალი“ (წყალტუბოს სახალხო თეატრი);
ფესტივალის აღმოჩენა – საჩხერის სახალხო თეატრი „მრგვალი და მახვილი თავები;“
ჟიურის სპეციალური პრიზი – სამტრედიის ეროსი მანჯგალაძის სახელობის დრამატული თეატრი სპექტაკლისთვის „თორმეტი განრისხებული მამაკაცი“.
ამავე თემაზე
ხარაგაულის სახალხო თეატრი ფესტივალზე „თეატრალური იმერეთი“ პრემიერით წარსდგა
ნიდერლანდების სამოყვარულო თეატრი „ათინათი“
20 ნოემბერს „ხარაგაულობა“ გაიმართა. ღონისძიება ხარაგაულის შემოსასვლელში,
2024-2025 სასწავლო წელს ეროვნული სასწავლო
არჩევნები არ შედგა და აუცილებელია, უმოკლეს ვადაში ჩატარდეს ახალი არჩევნები.
სანამ დავა საკონსტიტუციო სასამართლოში მიდის, მანამდე პარლამენტი