ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ ბორის სკოლა-პანსიონში 16 და17 ოქტომბერს მათთან დამეგობრებული ამერიკელი ქველმოქმედები იმყოფებოდნენ.
ჯორჯიის შტატის ქალაქ ატლანტას კათოლიკურ მეთოდისტთა გაერთიანების წევრებისა და ბორის სკოლა-პანსიონის თანამშრომლობა 25 წლის წინ „თბილისის მოზარდთა სახლის“ ხელშეწყობით დაიწყო.
18 წელია, ამერიკელები ყოველწლიურად ბორის სკოლას სტუმრობენ და ქველმოქმედების შედეგებს ადგილზე ეცნობიან.
ბორის სკოლაში ამჯერად 16-კაციანი დელეგაცია იმყოფებოდა ლინ ბენკსისა და გარი შნიბერგის ხელმძღვანელობით.
„ამერიკელ მეგობრებთან ერთად, ტრადიციულად, შემეცნებითი, სახალისო აქტივობები და სპორტული ღონისძიებები ჩავატარეთ, – ამბობს ბორის სკოლის დირექტორი მაია გაგოშიძე, – დასკვნითი ღონისძიება – „ნიჭიერი“ მათი ინიციატივით გაიმართა. „ნიჭიერში“ წელს სკოლის მოსწავლეებმა სიმღერები, ცეკვები, ნახატები და სპორტული ნომრები წარმოადგინეს. ამ კონკურსში პირველ ადგილზე სიმღერის გუნდი გავიდა, მეორე ადგილზე – მოცეკვავეების, ხოლო მესამეზე – კარატის წრის წევრი სპორტსმენების.
ამერიკელებმა სოციალურად დაუცველი ერთ-ერთი მოსწავლის ოჯახს საჩუქრები და კვების პროდუქტები თავად გადასცეს. სკოლის სამედიცინო კაბინეტი საჭირო რესურსებით მოამარაგეს, სპორტდარბაზი – ბურთებით.
ჩამოიტანეს ზამთრის საბნები, რომლებიც ბორის სკოლის 130-ვე მოსწავლეს დაურიგდება. ყველა მოსწავლისთვის უახლოეს დღეებში ზამთრის ქურთუკებსა და ფეხსაცმელებს ველოდებით“.
ამერიკელი მეგობრების მხარდაჭერით, ბორის პანსიონში დამრჩენი მოსწავლეებისთვის დანერგილია სამჯერადი, ხოლო ყველა მოსწავლისთვის – ერთჯერადი უფასო კვება. ქრონიკული დაავადების მქონე მოსწავლეები უზრუნველყოფილნი არიან მედიკამენტებით. ამ სკოლის კურსდამთავრებულ სტუდენტებს უმაღლეს და პროფესიულ სასწავლებლებში სწავლის საფასურს ამერიკელი ქველმოქმედი ადამიანები უხდიან.
ამერიკელი ქველმოქმედების მხარდაჭერით ბორის სკოლაში მოქმედებს ასევე სტილისტის, ჭრა-კერვისა და კომპიუტერების შემსწავლელი კურსები.
„ამერიკელი მეგობრების სტუმრობა ბორის სკოლაში ყოველთვის სასიამოვნო და სასარგებლოა. ჩვენი სკოლის მოსწავლეები მათთან ურთიერთობით ახალ პროექტებს დამოუკიდებლად გეგმავენ და ახორციელებენ“, – ამბობს მაია გაგოშიძე.
20 ნოემბერს ხარაგაულის ადგილობრივმა ხელისუფლებამ „ხარაგაულობა“
ნიდერლანდების სამოყვარულო თეატრი „ათინათი“
20 ნოემბერს „ხარაგაულობა“ გაიმართა. ღონისძიება ხარაგაულის შემოსასვლელში,
2024-2025 სასწავლო წელს ეროვნული სასწავლო
არჩევნები არ შედგა და აუცილებელია, უმოკლეს ვადაში ჩატარდეს ახალი არჩევნები.