

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ბორის საჯარო სკოლას, უკვე თორმეტი წელია, აშშ ჯორჯიის შტატის კათოლიკურ მეთოდისტთა გაერთიანების წევრები მეგობრობენ.
ისინი ბორის სკოლაში ყოველწლიურად ჩამოდიან და სკოლის სიახლეებს ეცნობიან. სამომავლო გეგმებითა და პრობლემებით ინტერესდებიან.
წელს ამერიკელები ბორის სკოლას 31 მაისს ესტუმრნენ.
ამერიკული მისიის ჯგუფის წევრებმა კლასების მიხედვით სხვადასხვა აქტივობები გამართეს. დაწყებითი კლასების მოსწავლეებმა მათი დახმარებით მძივების, ფოტოს ჩარჩოების, პატარა კალათებისა და სხვადასხვა ნივთების დამზადება შეისწავლეს. უფროსკლასებს მათთვის საინტერესო თემებზე ლექცია-სემინარები ჩაუტარდათ.
ბორის საჯარო სკოლაში მეზობელი ვარძიისა და წყალაფორეთის სკოლების მოსწავლეები მოიწვიეს და სპორტული შეჯიბრებები გამართეს. ამერიკელი მეგობრების სტუმრობის ბოლო დღეს ინტელექტუალური თამაში „ნიჭიერი“ გაიმართა. მონაწილეებმა სპორტულ და კულტურულ აქტივობებში თავიანთი შესაძლებლობები გამოავლინეს.
ამერიკული მისიის ჯგუფის ხელმძღვანელი ლინ ბენკსი ამბობს, რომ ისინი აქტიურად გააგრძელებენ სკოლის დახმარებას მოსწავლეთა ჯანმრთელობისა და სწორი განვითარების ხელშესაწყობად.
თამთა გოგოლაძე
ამავე თემაზე
ამერიკელი ქველმოქმედები ბორის საჯარო სკოლასთან თანამშრომლობას აგრძელებენ

ყოველ წელს, 9 მაისს, ევროპის დღეს ევროკავშირი 1950 წლის შუმანის დეკლარაციის
„რიკოთის ქარის ელექტროსადგურის“ მშენებლობის ფარგლებში, ხაშურის, სურამისა და ცედანის
მესამე თვეა, ხარაგაულის მუნიციპალიტეტში, ისევე როგორც მთელ საქართველოში,
მთავრობის დადგენილებით – ოჯახებს, რომელთა სარეიტინგო ქულა 70 000-ზე ნაკლებია,
სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის