დღეს მამას დაბადების დღეა! რომ არა ის უდიდესი დარტყმა, რაც ახლახან ჩვენმა ოჯახმა მიიღო, ამ ტკივილიანი ფოტოს ნაცვლად, მხიარულებით და ბედნიერებით აღსავსე კადრებს გამოვაქვეყნებდი, რაც აუცილებლად მოჰყვებოდა მამას 75-ე იუბილეს აღნიშვნას! – წერს სოციალურ ქსელში ხარაგაულელი ექიმის, მიკროპედიატრის, გიზო მანჯავიძის ქალიშვილი ნინო მანჯავიძე.
უდიდესი მისია, რომელიც ღმერთმა თავისი პროფესიიდან, ექიმობიდან გამომდინარე დააკისრა, პირნათლად შეასრულა – 32 წელი ახალშობილების სიცოცხლის სადარაჯოზე იდგა!
არასოდეს დაბნეულა, ცივ და ბნელ 90-ში, გაუკვალავ თოვლში, სახლიდან წაღებული შეშით და ნავთით დატვირთულმა საკმაო მანძილზე ფეხით იარა, რომ სამშობიაროში ახალშობილები არ გაჰყინვოდა… ბევრი მათგანი ურთულესი მდგომარეობიდან გამოიყვანა.. დღეს ისინი დიდი ქალები და კაცები არიან და მამას მადლობენ სიცოცხლის გადარჩენისთვის!
უბადლო იუმორის მქონემ, ოჯახზე და მეგობრებზე უზომოდ შეყვარებულმა გიზო მამიკომ მთელი ცხოვრება სიკეთის კეთებაში, სიყვარულსა და ხუმრობაში გალია… ვიცი, აღარასოდეს გამთელდება მისი გული დედას დაკარგვის შემდეგ, რომელიც მთელი 47 წელი მისი ცხოვრების მეგზური და ყველაზე ძვირფასი მეგობარი იყო …
თუმცა, ერთადერთი, რაც ახლა შემიძლია ვუსურვო, ჯანმრთელობა, დიდხანს სიცოცხლე, ამ ტკივილის ატანა და დათმენა, ცხოვრების თავაწეულად გაგრძელებაა!
გილოცავთ, მა, ყველა ერთად! ღმერთმა ჯანმრთელობა და დიდი დღე მოგცეს! ჩვენ ვეცდებით, პატარ-პატარა სიხარულები არ მოგაკლოთ!
გიზო მანჯავიძის შესახებ წაიკითხეთ „ჩემი ხარაგაულის“ მიერ მომზადებული სტატიები
გიზო მანჯავიძე იუბილარია
როგორი პარლამენტი გვსურს, რომ ავირჩიოთ, რა მნიშვნელობა აქვს
როგორი წინასაარჩევნო გარემოა ხარაგაულში, – ამ შეკითხვით იმ
„მეოცე საუკუნის 90-იან წლებში, როცა ქვეყანაში
მეოთხე სასწავლო წელია, ხარაგაულის მუნიციპალიტეტში წყალაფორეთის
13 ოქტომბერს, ბრიუსელში ნიდერლანდების