„განათლებული“ მელოგინე
მახსოვს, სამშობიაროში იწვა ქალბატონი, თუ არ ვცდები, მასწავლებელი. მაშინ პალატაში 5-6 მელოგინე იწვა და დანარჩენ ქალებთან თავი ძალიან განათლებულად მოჰქონდა.
მოუწია მშობიარობამ. მე და ნოდარ ბოჭორიშვილმა ვამშობიარეთ. ცოტა გართულება ჰქონდა და სამი ნაკერის დადება გახდა აუცილებელი.
-დედა, დედა, გიზო ექიმო,… რა ყოფილა ეს მშობიარობა… აწი ქმარს როგორ გავეკარები, აღარც ბავშვს გავაჩენ, – ამბობს ეს ქალი.
-ქალბატონო, – ვუთხარი, – დაგავიწყდებათ-მეთქი.
-არა, არაო…
ამ დროს ნოდარი ჩაჯდა და კერავს.
-ნოდარი, აღარ ნდომებია ამ ქალბატონს ბავშვი და ბოლომდე გაკერე-მეთქი…
-ბოლომდე გაკერეო?! … – იყვირა ქალმა…
ვუთხარით, – გაგეხუმრეთ, მასე რომ გვეკერა ჩვენ აქ ქალები…არადა, თითქოს ბევრი რამე იცოდა…
ფული არ დამესწროო…
ერთმა ქუთაისელმა მოიყვანა ჩვენთან მეუღლე. მე და რეზო ჯულაყიძემ ვამშობიარეთ.
-ყველაფერზე „ატვეჩაი“ ვარო, – გვითხრა ამ ბიჭმა, – არ დაგტოვებთ უპატივცემულოდო…
ცოლ-შვილის გაყვანის დღეს დაგვიძახა მე და რეზოს გასაწერ ოთახში:
-ბიჭებო, ძალიან დიდ ბოდიშს გიხდით, ფული არ დამესწროო…
-ჯერ ერთი, ვინ გთხოვა ფული, – ვუთხარი, – მაგრამ თუ მასე ლაპარაკობ, რას ჰქვია, არ დაგესწრო. ქათამი ხომ არ იყო, კვერცხი გაელაყებინა. შენი ცოლი რომ ცხრა თვე ორსულად იყო, ხომ იცოდი.
შენ თუ გინდა, რომ არიფად ჩაგვთვალო, სხვა ამბავია-მეთქი…
-მაშინო, – გვითხრა, – დაგიტოვებთ აქაო…
-მესამე პირი ცოლ-შვილი რაღად მინდა, ორს ვარჩენ-მეთქი…
…რა ფულზე იყო ლაპარაკი, შეშა და ნავთი სახლიდან მიგვქონდა.
შენისთანა ქალი რო ხელს მოგკიდებს…
საწყალ კოწია კიკნაძეს ტვინში სისხლი ჩაექცა და საავადმყოფოში იწვა. დროდადრო ნევროპათოლოგი მოგვყავდა ქუთაისიდან, – ფოთოლას ეძახდნენ, ულამაზესი ქალი იყო.
-რაფერ ხარ, კოწია ბიძია, ხო ხარ კარქათ?.. – მოუქცია ქალბატონმა ფოთოლამ ქუთაისურად.
კოწიამ გადახედა და – შენისთანა ქალი რო ხელს მოგკიდებს და ვერაფერს გეიგებ, კარგად ვარ ახლა მეო?!
ცალი ფეხი დაბერდა?!
ქირურგიულ კაბინეტში ანზორი ციცქიშვილთან მოვიდა ასაკოვანი კაცი – მარცხენა კიდური მტკივაო. ანზორიმ ააღებინა სისხლის, შარდის ანალიზები, გადააღებინა რენდგენი, მაგრამ პაციენტის ჩივილის მიზეზი ვერ დადგინდა და ბოლო-ბოლო უთხრა, ასაკის ბრალია, ალბათო.
-ცალი ფეხი დაბერდაო? – ენაკვიმატი გამოდგა პაციენტი, – მეორე რო არ მაწუხებსო?!…
ცოლის ხელმონაკიდი
მოხუცებული ცოლ-ქმარი გადმოვიდა ხიდრიდან. მამაკაცი ბოტკინზე იყო საეჭვო. ვუთხარი სანიტარს, გაიყვანე და მოაშარდვინე-მეთქი. ბოტკინზე შარდის ანალიზს იქვე სინჯავდნენ.
დააგვიანდათ და მოვიკითხე, – ხომ არაფერი დაემართა-მეთქი.
ეს მოხუცებული კაცი იჩიჩქნება შარვალში…
-რა იყო, ბიძია, – ვკითხე, – ხომ არაფერი გინდა?
-რა იყო ბიძია და, სახლშიც ასეა, ჩემი ცოლის ხელმონაკიდს სახლშიც ხო ვერაფერს ნახავო…
ნიდერლანდების სამოყვარულო თეატრი „ათინათი“
20 ნოემბერს „ხარაგაულობა“ გაიმართა. ღონისძიება ხარაგაულის შემოსასვლელში,
2024-2025 სასწავლო წელს ეროვნული სასწავლო
არჩევნები არ შედგა და აუცილებელია, უმოკლეს ვადაში ჩატარდეს ახალი არჩევნები.
სანამ დავა საკონსტიტუციო სასამართლოში მიდის, მანამდე პარლამენტი