მოლითი-ფონა-ჩუმათელეთის საავტომობილო გზის სარეაბილიტაციო სამუშაოებზე ტენდერი ხელახლა, მეშვიდედ გამოცხადდა.
ამ გზის რეაბილიტაციის სავარაუდო ღირებულება 96 309 131 ლარია. ამ ტენდერში წინდადებების მიღება 27 სექტემბერს დაიწყება და 2 ოქტომბერს დასრულდება. ამჯერად სატენდერო თანხა 6 554 719 ლარითაა გაზრდილი.
დავაზუსტებთ, რომ 2023 წლის 12 ივლისს საავტომობილო გზების დეპარტამენტმა ამ გზის მშემებლობისთვის ტენდერი 89 754 412 ლარზე გამოაცხადა. ეს ტენდერი არ შედგა, რადგან მასში მონაწილეობა არც ერთმა მშენებელმა კომპანიამ არ მიიღო.
შეგახსენებთ, რომ მოლითი-ჩუმათელეთის გზის მშენებლობა 2018 წლის დეკემბერში დაიწყო და ტენდერში გამარჯვებულ კომპანია „აკკორდს“, ხელშეკრულების მიხედვით, გზის რეაბილიტაცია 2021 წლის მაისში უნდა დაესრულებინა.
„აკკორდმა“ გზის რეაბილიტაცია ვერ დაასრულა და საავტომობილო გზების დეპარტამენტმა მასთან ხელშეკრულება გაწყვიტა. 2022 წელს გზის ამ მონაკვეთის მშენებლობისთვის გამოცხადებული ტენდერი სამჯერ ჩაიშალა.
ჩხერიმელას ხეობის სოფლების მოსახლეობისთვის მოლითი-ფონა-ჩუმათელეთის საავტომობილო გზის რეაბილიტაცია რამდენიმე ფაქტორის გათვალისწინებით, ძალიან მნიშვნელოვანია:
ახალი რკინიგზის მშენებლობის შემდეგ სარკინიგზო მიმოსვლა ამ ხეობის რამდენიმე სოფლისთვის (წიფის თემი) ხელმისაწვდომი ვეღარ იქნება;
ამავე დროს, ეს გზა რიკოთის ავტობანის ალტერნატიულია.
მოსახლეობა მოლითი-ფონა-ჩუმათელეთის გზის რეაბილიტაციის დაწყებას მოუთმენლად ელოდება.
20 ნოემბერს ხარაგაულის ადგილობრივმა ხელისუფლებამ „ხარაგაულობა“
ნიდერლანდების სამოყვარულო თეატრი „ათინათი“
20 ნოემბერს „ხარაგაულობა“ გაიმართა. ღონისძიება ხარაგაულის შემოსასვლელში,
2024-2025 სასწავლო წელს ეროვნული სასწავლო
არჩევნები არ შედგა და აუცილებელია, უმოკლეს ვადაში ჩატარდეს ახალი არჩევნები.