

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ წყალაფორეთში აქ, ამ ტერიტორიაზე, წყალაფორეთის სკოლის ყოფილი შენობის ადგილას, ამ სკოლისთვის ახალი შენობა უნდა აშენდეს.
თუმცა ამ მიზნით 17 ივლისს გამოცხადებული ტენდერი არ შედგა.
სკოლის მშენებლობისთვის საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს მიერ 3 401 811 ლარია განსაზღვრული.
შეგახსენებთ, რომ 2020 წელს მუნიციპალური განვითარების ფონდი წყალაფორეთის სკოლის აღდგენას შეუდგა. თუმცა რეაბილიტაციის პროცესში მშენებელმა კომპანიამ აღმოაჩინა, რომ ნაგებობა აღდგებას აღარ ექვემდებარებოდა. მშენებლის ეს პოზიცია სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს დასკვნით დადასტურდა და სკოლის ძველი შენობის დემონტაჟის შემდგომ, ამავე ადგილზე, ახალი შენობის აგების პროცედურები დაიწყო.
წყალაფორეთის სკოლა 2021 წლიდან სასწავლო პროცესს, წყალაფორეთიდან 15-16 კილომეტრით დაშორებულ, თეთრაწყაროს სკოლის კორპუსში აგრძელებს.
დღეს ხარაგაულის მაცხოვრის შობისა და თორმეტი მოციქულის სახელობის
9 აპრილი ეროვნული ერთიანობის, თავისუფლებისა და გმირობის დღეა.
სასმელის პლასტმასის ბოთლებით რეალიზაციის აკრძალვა 2031 წლამდე გადავადდა.
სტიქიის პრევენციის სახელმწიფო პროგრამით, ხარაგაულის მუნიციპალიტეტს 888 491 ლარი გამოეყო.
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, კულტურის, სპორტისა