გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი აცხადებს სასკოლო კონკურსს – „ისწავლე უსაფრთხო გარემოში“.
კონკურსის მიზანია კლიმატის ცვლილებით გამოწვეული კატასტროფების შესახებ ცნობიერების ამაღლება ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების წარმომადგენლების ჩართულობით.
კონკურსი გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) ხელშეწყობით, პროექტის „კლიმატის ცვლილებით გამოწვეული კატასტროფების რისკის შემცირება საქართველოში“ ფარგლებში იმართება.
მონაწილეობის მსურველებმა, 2023 წლის 11 ოქტომბრამდე, უნდა წარადგინონ საპროექტო განაცხადის სამუშაო ვერსია, რაც გულისხმობს პრობლემის აღწერას, პროექტის მიზნებსა და შედეგებს.
განაცხადების მიღების ბოლო ვადაა 2023 წლის 20 ოქტომბერი.
დეტალური ინფორმაცია კონკურსის შესახებ იხილეთ ბმულზე: https://eiec.gov.ge/Ge/Competitions/45…
საკონკურსო პროექტების გაგზავნა შესაძლებელია ელ.ფოსტაზე: info@eiec.gov.ge
კონკურსთან დაკავშირებით გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის მხრიდან საკონტაქტო პირია პროექტის კოორდინატორი თამარ შერვაშიძე (ელ.ფოსტა: tamar.shervashidze@eiec.gov.ge; ტელ: 595958825).
პროგრამა „კლიმატის ცვლილებით გამოწვეული კატასტროფების რისკის შემცირება საქართველოში“ დაფინანსებულია საქართველოს მთავრობის, კლიმატის მწვანე ფონდის (GCF), შვედეთის (SIDA) და შვეიცარიის მთავრობების (SDC) მიერ, ხოლო მის განხორციელებას გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP) უზრუნველყოფს.
20 ნოემბერს ხარაგაულის ადგილობრივმა ხელისუფლებამ „ხარაგაულობა“
ნიდერლანდების სამოყვარულო თეატრი „ათინათი“
20 ნოემბერს „ხარაგაულობა“ გაიმართა. ღონისძიება ხარაგაულის შემოსასვლელში,
2024-2025 სასწავლო წელს ეროვნული სასწავლო
არჩევნები არ შედგა და აუცილებელია, უმოკლეს ვადაში ჩატარდეს ახალი არჩევნები.