ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საღანძილის საჯარო სკოლის დირექცია, სკოლის ტერიტორიაზე მეწყერის ჩამოწოლის საშიშროების გამო, 15 სექტემბრიდან სწავლის განახლებას ამავე სოფლის საბავშვო ბაღის შენობაში აპირებს.
ეს ინფორმაცია სკოლის დირექტორის, ვარდო ჭიპაშვილისგან მოვიპოვეთ.
„გეოლოგებმა 24 აგვისტოს შეისწავლეს მთა, საიდანაც მეწყერი ჯერ კიდევ 2022 წლის აპრილში ჩამოწვა. შარშან სკოლის შენობაში სწავლის გაგრძელების ნება დაგვრთეს. თუმცა, წელს, ივნისში მოსული უხვი ნალექის გამო, გრუნტისა და ზედაპირული წყლების რაოდენობამ მოიმატა, რამაც მეწყერის გააქტიურებისა და ჩამოწოლის რისკი გაზარდა, – ამბობს ვარდო ჭიპაშვილი.
განათლების სამინისტროს ინფრასტრუქტურის სააგენტოს გეოლოგებმა გაგვაფრთხილეს, რომ ამ შენობაში სწავლის განახლება აღარ შეიძლება. საღანძილის საბავშვო ბაღის შენობის მეორე სართულზე, სადაც საკლასო ოთახების მოსაწყობად, საკმარისი ფართია, სკოლის ინვენტარის გადატანა უკვე დავიწყეთ.
საღანძილეში სკოლისთვის ახალი შენობა უნდა აიგოს. განათლების სამინისტრო დაგვპირდა, რომ სკოლის ახალი შენობის აგებას ტერიტორიის გამოძებნისთანავე დაიწყებს“.
საღანძილის სკოლაში 50 მოსწავლე სწავლობს.
ნიდერლანდების სამოყვარულო თეატრი „ათინათი“
20 ნოემბერს „ხარაგაულობა“ გაიმართა. ღონისძიება ხარაგაულის შემოსასვლელში,
2024-2025 სასწავლო წელს ეროვნული სასწავლო
არჩევნები არ შედგა და აუცილებელია, უმოკლეს ვადაში ჩატარდეს ახალი არჩევნები.
სანამ დავა საკონსტიტუციო სასამართლოში მიდის, მანამდე პარლამენტი