დღეს, 13 აპრილს, გამთენიისას საღანძილის სკოლის ეზოში მეწყერი ჩამოწვა.
ამ სკოლის დირექტორი ვარდო ჭიპაშვილი ამბობს, რომ სასწავლო პროცესი საკლასო ოთახებში შეწყვეტილია და განათლების სამინისტროს ონლაინ სწავლებაზე გადასვლის შესახებ აცნობეს. ჯერჯერობით უცნობია, საღანძილის სკოლაში სწავლა საკლასო ოთახებში როდის განახლდება. ვარდო ჭიპაშვილის თქმით, სანამ არ მიიღებს გეოლოგების დასკვნას, რომ სკოლის შენობას საფრთხე არ ემუქრება, საკლასო ოთახებში სწავლას ვერ დაიწყებენ.
საღანძილის თემის მაჟორიტარი დეპუტატი, საკრებულოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე დავით კიკნაძე ამბობს, სკოლის ეზოს მეწყერსაშიში ადგილის შესწავლის გარეშე ვერ გაწმენდენ.
„ჯერჯერობით საღანძილის სკოლის შენობას საფრთხე არ ემუქრება, – ამბობს დავით კიკნაძე, თუმცა იმ ადგილიდან, საიდანაც მეწყერი წამოვიდა, ყოველ წუთას არის მოსალოდნელი მიწის ჩამოშლა. მოძრავი მიწაა და საფუძვლიანი შესწავლა სჭირდება. ზედაპირული წყლისთვის, რომლის დიდი რაოდენობით ჩადინებამაც მეწყერი გაააქტიურა, წყალამრიდი უნდა მოეწყოს.
მთავარია, მეწყერისგან არავინ დაშავებულა და ძალიან დიდი მასაც არ წამოსულა, თუმცა, ადგილზე ვიმყოფებოდით და ვნახეთ, რომ თითქმის მთელი მთა გაწყვეტილია“.
დავით კიკნაძის თქმით, უახლოეს დღეებში სპეციალისტები იმ ადგილს შეისწავლიან და სკოლის ეზოს გაწმენდისა თუ სხვა ღონისძიებების შესახებ გადაწყვეტილებას ამის შემდეგ მიიღებენ.
წუხელ მოსულმა უხვმა ნალექმა ხომ არ შექმნა ხარაგაულის მუნიციპალიტეტის რომელიმე სოფელში პრობლემები, მერის მოადგილე დავით დევდარიანი გვპასუხობს, რომ მერიაში შეტყობინება არც ერთი სოფლიდან არ მიუღიათ.
ამავე თემაზე
მეწყერის საშიშროების გამო საღანძილის სკოლა დისტანციურ სწავლებაზეა
როგორი პარლამენტი გვსურს, რომ ავირჩიოთ, რა მნიშვნელობა აქვს
როგორი წინასაარჩევნო გარემოა ხარაგაულში, – ამ შეკითხვით იმ
„მეოცე საუკუნის 90-იან წლებში, როცა ქვეყანაში
მეოთხე სასწავლო წელია, ხარაგაულის მუნიციპალიტეტში წყალაფორეთის
13 ოქტომბერს, ბრიუსელში ნიდერლანდების