გუშინ, პირველ ივლისს, მარელისის რკინიგზის სადგურთან ჩამოწოლილმა მეწყერმა 76 წლის მამაკაცი მოიყოლა.
ლეღვანი-ვახანის თემის მაჟორიტარი დეპუტატი ვერა ოდიკაძე ამბობს, რომ მეწყერში მოყოლილი ი. ქ. მარელისში რკინიგზაზე გადასასვლელი ხიდის მშენებელი კომპანიის – „კონსტრუქციონ სერვისის“ დარაჯად მუშაობდა.
„ეს ხიდი, მოგეხსენებათ, 2022 წლის მარტში მარელისში ჩამოწოლილმა მეწყერმა დაანგრია. ამ მშენებარე ხიდის ზემოთ მთა როგორც ჩანს, ხარისხიანად დაატერასეს. თუმცა, მეწყერი ახლა იმავე მთის სხვა ადგილიდან მოდის.
მეწყერში მოყოლილის ძებნა ძნელია, რადგან მთის მასა არ ჩერდება, მთელი ტყე, გიგანტური ხეები ისევ მოდის.
სამაშველო, სამძებრო სამსახურები, გეოლოგები, ხარაგაულის ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები აქ, მარელისში, იმყოფებიან.
წუხელ გაწმენდითი სამუშაოების შედეგად ის მოხერხდა, რომ სატვირთო მატარებლების მოძრაობა აღდგა. სამგზავრო მატარებლების მიმოსვლა იმ დრომდე არ აღდგება, სანამ მეწყერი არ შეჩერდება.
29 ივნისის საღამოდან ძალიან მძიმე დღეშია ჩხერიმელას ხეობის სოფლების მოსახლეობა. წყალმოვარდნის გამო ლეღვანის, მოლითისა და ვახანის თემის სოფლებში განადგურებულია ინფრასტრუქტურა.
ყველაზე მძიმე მაინც იმის გაცნობიერებაა, რომ შენს წინ ადამიანი მეწყერშია მოყოლილი და ვერ პოულობენ.
ალბათ სპეციალისტები შესაბამის ზომებს მიიღებენ, – ან მთლიანად უნდა ჩამოვიდეს ის მთა, ან მეწყერი როგორმე უნდა შეაჩერონ. რთულ მდგომარეობაში ვართ“, – ამბობს ვერა ოდიკაძე.
გუშინ, პირველ ივლისს, მარელისის რკინიგზის სადგურთან მეწყერი ჩამოწვა.
საქართველოს რკინიგზაში ამ დრომდე ვერ აკონკრეტებენ, როდის აღდგება სამგზავრო მატარებლების მიმოსვლა.
ამავე თემაზე
უხვმა ნალექმა ჩხერიმელას ხეობის სოფლების ინფრასტრუქტურა დააზიანა
ნიდერლანდების სამოყვარულო თეატრი „ათინათი“
20 ნოემბერს „ხარაგაულობა“ გაიმართა. ღონისძიება ხარაგაულის შემოსასვლელში,
2024-2025 სასწავლო წელს ეროვნული სასწავლო
არჩევნები არ შედგა და აუცილებელია, უმოკლეს ვადაში ჩატარდეს ახალი არჩევნები.
სანამ დავა საკონსტიტუციო სასამართლოში მიდის, მანამდე პარლამენტი