
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფლებში – ფარცხნალში, ისლარში, ხუნევში, გედსამანიასა და ნადაბურში მსხვილფეხა პირუტყვი დაავადდა.
საქონელსა და ღორს ჩლიქები დაუსკდა და პირიდან ლორწოს დენა დაეწყო. მოსახლეობამ ეჭვი დაავადება „თურქულზე“ მიიტანა.
„ჩემს საქონელსაც შეხვდა ეს დაავადება, – ამბობს ნადაბურელი ზურაბ შუბითიძე, – ერთი დღე საკვები არ მიიღეს, პირიდან ლორწო სდიოდათ, 4-5 დღე უხასიათოდ იყვნენ და იწვნენ.
მე და ჩემმა მეზობლებმა, ვის საქონელსაც იგივე სიმპტომები გამოაჩნდა, ვეტერინარის რეკომენდაციით, ვეტაფთიაქში ხსნარი შევიძინეთ და ჩლიქებზე ვუმკურნალეთ. პირუტყვისთვის არც ანტიბიოტიკი გაგვიკეთებია და არც სხვა რამ მედიკამენტი. სოფელში პირუტყვის დაცემის ფაქტები არ დაფიქსირებულა“.
სურსათის ეროვნული სააგენტოს იმერეთის რეგიონული სამმართველოს უფროსმა ინსპექტორმა ავთანდილ ვეფხვაძემ გვითხრა, რომ ხარაგაულის სოფლებში გავრცელებული საქონლის დაავადება „თურქული“ არაა. მან ინფორმაციის დასაზუსტებლად სურსათის ეროვნულ სააგენტოში გადაგვამისამართა.
„ჩემი ხარაგაულის“ რედაქციას ამ საკითხზე სურსათის ეროვნული სააგენტოდან გვიპასუხეს:
„სურსათის ეროვნული სააგენტოს რეგიონული დეპარტამენტები მუდმივ კომუნიკაციაში არიან ადგილობრივ მოსახლეობასთან. ცხოველთა სხვადასხვა დაავადებაზე ტარდება შესაბამისი ლაბორატორიული კვლევები. დაავადება „თურქულის“ ლაბორატორიულად დადასტურებული შემთხვევა, ამ ეტაპზე, არ ფიქსირდება. ასევე არ ფიქსირდება პირუტყვის დაცემის შემთხვევები.
მიმდინარე წელს „თურქულის“ საწინააღმდეგოდ სულ ქვეყნის მასშტაბით 1 119 627 მსხვილფეხა და წვრილფეხა პირუტყვის ვაქცინაცია/ რევაქცინაცია ჩატარდა“.
„ჩვენი ადვოკატი შეხვდა ლიკა ბასილაიას თბილისის დროებითი მოთავსების N2
გუშინ ღამით, რუსთაველის გამზირზე მიმდინარე საპროტესტო
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფლებში – ფარცხნალში, ისლარში, ხუნევში, გედსამანიასა და ნადაბურში მსხვილფეხა პირუტყვი დაავადდა. საქონელსა და ღორს ჩლიქები დაუსკდა და პირიდან […]
საქართველოს მთავრობის 2025 წლის 24 სექტემბრის N1550 განკარგულებით,
საქართველოს რკინიგზის გენერალურმა დირექტორმა ლაშა აბაშიძემ აბრეშუმის