წუხელ, 29 ივნისს, ხარაგაულის მუნიციპალიტეტში, ჩხერიმელას ხეობის სოფლებში მოსულმა უხვმა ნალექმა მდინარე ჩხერიმელასა და მისი შესართავების ადიდება გამოიწვია. მოვარდნილმა წყალმა დააზიანა როგორც საგზაო ინფრასტრუქტურა, ასევე კერძო საკუთრება.
„ძალიან ცუდი მდგომარეობაა ზვარეში, თითქმის ყველა ხიდი პრაქტიკულად დატბორილია, განსაკუთრებით მძიმე მდგომარეობაა ჭენჭეხის უბანში – ამბობს ზვარეში მცხოვრები ზურაბ ტალახაძე, – მოსახლეობა ჩვენი ხელით ვცდილობთ გავწმინდოთ გზები, რწმუნებული გვერდით გვიდგას, თუმცა ადგილობრივი ხელისუფლებიდან არავინ გვეხმარება.
რამდენიმე ადამიანი რკინიგზის მშენებელ ჩინურ კომპანიაში მივედით და ტექნიკა გამოვართვით, რომ გზა გავწმინდოთ. რატომ უნდა გვჭირდებოდეს ჩვენ მისვლა ჩინურ კომპანიაში და რატომ არ უნდა გვაქცევდეს ყურადღებას ადგილობრივი მთავრობა?! ორჯერ დავხრეშეთ გზა ჭენჭეხის უბანში და ორივეჯერ ჩამორეცხა წყალმა, ბეტონის დაგება რა გახდა, ყურადღებას არავინ გვაქცევს“.
„ზვარეში მთა დაიძრა – ჯერ მხოლოდ მცირე ნაწილია ჩამოსული, ჩაკეტა მდინარის კალაპოტი, მაგრამ მანქანის სავალმა ნაწილმა გაატარა მდინარე. მეორე მთასა და ამ მთას შორის მანძილი 20-30 მეტრია. დაძრული მთის ფერდობის დაახლოებით 2 კილომეტრზე 2-3 მეტრიანი სიგანის ნაპრალებია“, – გვწერს ზვარიდან კახა კიკნაძე.
„ღელე მოდიდდა ძალიან და გზაზე გადმოვიდა, მაღაზიის წინ გზაზე მოდიოდა წყალი, ბაღები და ბოსტნები მთლიანად დასილულია, – ამბობს მარელისში მცხოვრები ინგა მაღრაძე, – ღამით კაცები გავიდნენ და გზა მისცეს მოდიდებულ წყალს, რომ პირუტყვი გადაგვერჩინა, ახლა გზაზე მუშაობს ტრაქტორი“.
ვახანის საბავშვო ბაღში ამ დილით სასწავლო-სააღმზრდელო პროცესი არ განახლებულა. ამ საბავშვო ბაღის დირექტორი თამარ შარიქაძე ამბობს, რომ წყალმა მთლიანად დატბორა ბაღის ეზო და წაღებულია საბავშვო ბაღთან მისასვლელი ხიდი.
„ვესაუბრეთ ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებს და მითხრეს, რომ წამოსულია ტექნიკა და გზას გაწმენდენ. ვახანში მეწყერსაშიში ზონებია და მიწის დიდი ნაწილი დაძრულია მოსახლეობისკენ. თუ ნალექი გაგრძელდა, როგორი მდგომარეობა იქნება არ ვიცი“, – ამბობს თამარ შარიქაძე.
მოლითის ადმინისტრაციულ ერთეულში მერის წარმომადგენელი სპარტაკი ლაცაბიძე ამბობს, რომ მიწის მასები გზაზეა ჩამოსული და ამ წუთში ტრაქტორით წმენდენ. მოლითის თემის სოფლებში მოსახლეობას ელექტროენერგია არ მიეწოდება.
ხარაგაულის მერის პირველი მოადგილე ვარლამ ჭიპაშვილი ამბობს, რომ ახლა გზების გასაწმენდად ტექნიკა მარელისში ვახანში და ლეღვანში, ასევე მოლითი-ფონა-ჩუმათელეთის ცენტრალურ გზაზე მუშაობს.
„საგზაო ინფრასტუქტურა დაზიანებულია სოფელ მარელისში, ლეღვანში, მოლითში, წიფაში, ვახანში, მარელისსა და ქვებში. წყალმა, ძირითადად, დამხმარე ნაგებობები და სახნავ-სათესი მიწები დააზიანა. აღარ არსებობს საღანძილე ზარანისა და ქვებში ორი უბნის დამაკავშირებელი ხიდები.
ვითვლით ზარალს“, – ამბობს ვარლამ ჭიპაშვილი.
ამავე თემაზე
ხარაგაულის კინოთეატრის საყრდენი კედელი ადიდებულმა ჩხერიმელამ დაანგრია
ნიდერლანდების სამოყვარულო თეატრი „ათინათი“
20 ნოემბერს „ხარაგაულობა“ გაიმართა. ღონისძიება ხარაგაულის შემოსასვლელში,
2024-2025 სასწავლო წელს ეროვნული სასწავლო
არჩევნები არ შედგა და აუცილებელია, უმოკლეს ვადაში ჩატარდეს ახალი არჩევნები.
სანამ დავა საკონსტიტუციო სასამართლოში მიდის, მანამდე პარლამენტი