

„საქართველოს რკინიგზას“ მიერ გავრცელებული ინფორმაციით, მარელისის რკინიგზის სადგურთან ჩამოწოლილმა მეწყერმა მნიშვნელოვნად დააზიანა საკონტაქო ქსელი და ლიანდაგები.
„მეწყერთან დაკავშირებით ჯერჯერობით წინასწარი გეოლოგიური დასკვნები არ გაკეთებულა. შესაბამისად, უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნებისათვის დღეს, პირველ ივლისს, მატარებლების მიმოსვლა ყველა მიმართულებით გაუქმებულია.
მგზავრობის გადახდილი საფასური მგზავრებს სრულად აუნაზღაურდებათ. 2 ივლისის რეისებთან დაკავშირებით ინფორმაციას დამატებით მოგაწვდით“, – ნათქვამია „საქართველოს რკინიგზას“ განცხადებაში.
მარელისში რკინიგზის სადგურთან მეწყერი 2022 წლის 7 მარტსაც ჩამოწვა და მატარებლების მიმოსვლა ერთი კვირით შეიზღუდა.
ამავე თემაზე
პირველი ივლისიდან წლის ბოლომდე ევროკავშირის საბჭოს
საქართველოში ერთიანი ეროვნული გამოცდები
მიმდინარე წლის 8 ივლისს ჯანდაცვის მინისტრ მიხეილ სარჯველაძესა და დიუშენის
ეუთოს საპარლამენტო ასამბლეამ დაამტკიცა
2026 წლის 11 ივლისს, ევროკავშირის წარმომადგენლობა საქართველოში