თანამედროვე სამყაროში საინფორმაციო ტექნოლოგიურმა მიღწევებმა სულ უფრო მეტად განაპირობა მონაცემთა დამუშავების და მათი გამოყენების შესაძლებლობები. ბიზნეს ანალიტიკოსის პროფესიაც ამ პროგრესის კვალდაკვალ ჩამოყალიბდა.
დიდი ხანი არ არის, რაც მსოფლიოს უნივერსიტეტებმა დაიწყეს ბიზნეს ანალიტიკის პროგრამების სწავლება და სწორედ ამ სიახლის ფეხდაფეხ მიდის საქართველოს უნივერსიტეტი, რომელიც 2023-2024 სასწავლო წლის მეთორმეტე კლასელთათვის განსაკუთრებული შეთავაზების ინიციატივით გამოდის. ყველა ოქროსა და ვერცხლის მედალოსანი, ვინც პირველ პრიორიტეტად საქართველოს უნივერსიტეტის ბიზნეს ანალიტიკის პროგრამას აირჩევს, სრული ოთხი წელი ისწავლის უფასოდ.
პროგრამის და შეთავაზების შესახებ ჩვენთან, საქართველოს უნივერსიტეტის ბიზნესის და ადმინისტრაციულ მეცნიერებათა სკოლის დირექტორმა, მაია ამაშუკელმა ისაუბრა.
„თუ გადავხედავთ დასაქმების რეიტინგულ გვერდებზე განთავსებულ ვაკანსიებს და საკვალიფიკაციო მოთხოვნებს ადვილი შესამჩნევია, რომ საქართველოში, ისევე როგორც მთელ მსოფლიოში პროფესიონალ ბიზნეს ანალიტიკოსზე მოთხოვნა დღითიდღე იზრდება.
ბუნებრივად გაჩნდა სურვილი, რომ ამერიკის და ევროპის უნივერსიტეტების საუკეთესო პრაქტიკის გათვალისწინებით საქართველოს უნივერსიტეტშიც შექმნილიყო ბიზნეს ანალიტიკის პროგრამა.
პროგრამაზე მუშაობის პროცესში უნივერსიტეტმა მოიწვია დარგის წამყვანი, გამოცდილი, მაღალკვალიფიციური, პრაქტიკოსი სპეციალისტები, მათ ყველაზე კარგად ესმოდათ, რომ საბაკალავრო პროგრამის შემუშავება ხელს შეუწყობდა დარგში შექმნილი დეფიციტის პროფესიული კადრებით შევსებას.
და უკვე 2023 წლიდან საქართველოს უნივერსიტეტში, საქართველოში პირველი აკრედიტებული ბიზნეს ანალიტიკის პროგრამა ჩაეშვა.“
რა კრიტერიუმი განსაზღვრავს უფასოდ სწავლის შესაძლებლობას?
„იმის გათვალისწინებით, რომ წელს პირველად ვიღებთ ამ პროგრამაზე სტუდენტებს, გადავწყვიტეთ, განსაკუთრებული ფინანსური შეთავაზების ინიციატივით გამოვსულიყავით, რაც იმას ნიშნავს, რომ ყველა ოქროსა და ვერცხლის მედალოსანი მეთორმეტე კლასელი, ვინც ჩვენ აგვირჩევს პირველ პრიორიტეტად, ჩარიცხვის შემდეგ ოთხი წელი ისწავლის სრულიად უფასოდ.
ბიზნეს ანალიტიკის პროგრამაში მნიშვნელოვან როლს თამაშობს ინფორმაციული ტექნოლოგიების, ბიზნესის ადმინისტრირების და მათემატიკური მეთოდების კომბინაცია, რომლის უმთავრესი მიზანი ბიზნეს პროცესების გაუმჯობესება და ოპტიმიზაციაა.
საქართველოს უნივერსიტეტის, ბეზნისის და ადმინისტრაციულ მეცნიერებათა სკოლის ბიზნეს ანალიტიკის პროგრამა, ყველა იმ პირობას აკმაყოფილებს, რაც თითოეულ სტუდენტს საშუალებას აძლევს მიიღოს საერთაშორისო დონის განათლება – თანაც უფასოდ.“
ნიდერლანდების სამოყვარულო თეატრი „ათინათი“
20 ნოემბერს „ხარაგაულობა“ გაიმართა. ღონისძიება ხარაგაულის შემოსასვლელში,
2024-2025 სასწავლო წელს ეროვნული სასწავლო
არჩევნები არ შედგა და აუცილებელია, უმოკლეს ვადაში ჩატარდეს ახალი არჩევნები.
სანამ დავა საკონსტიტუციო სასამართლოში მიდის, მანამდე პარლამენტი