

რიკოთის ავტობანის მშენებლობის არეალში მოხვედრილი ხევის საბავშვო ბაღისა და საექიმო ამბულატორიის მშენებლობისთვის სატენდერო დოკუმენტაცია მზადდება.
ეს ინფორმაცია ავტობანის ჩუმათელეთი-ხევის მონაკვეთის მშენებელი კომპანიის გარე კომუნიკაციების მენეჯერის დავით სუჯაშვილისგან მოვიპოვეთ.
ის ამბობს, რომ სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროდან ბაღისა და ამბულატორიის მშენებლობის დაკორექტორებული დოკუმენტაცია 22 ივნისს მიიღეს. მისივე თქმით, საბავშვო ბაღის მშენებლობას, სავარაუდოდ, 6-7 თვე მაინც დასჭირდება, რაც იმას ნიშნავს, რომ ხევის საბავშვო ბაღს ახალი შენობა არც ამ წელს ექნება.
გასულ სასწავლო წელს ამ საბავშვო ბაღის უფროსჯგუფელებისთვის მხოლოდ სასკოლო მზაობის ჯგუფი ფუნქციონირებდა, ხევის საჯარო სკოლის შენობაში. ხევის ბაღის დანარჩენი აღსაზრდელები კი სკოლამდელი განათლების მიღმა აღმოჩნდნენ.
ხევის საბავშვო ბაღის შენობა 2021 წლის მარტში დაანგრიეს. ახალი შენობის აგებას კი რიკოთის ავტობანის მშენებელი და ხარაგაულის ადგილობრივი ხელისუფლება იმავე წლის სექტემბრისთვის გვპირდებოდნენ.
ფოტოზე: ხევში საბავშვო ბაღი და საექიმო ამბულატორია იუსტიციის სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე უნდა აშენდეს
დღეს ხარაგაულის მაცხოვრის შობისა და თორმეტი მოციქულის სახელობის
9 აპრილი ეროვნული ერთიანობის, თავისუფლებისა და გმირობის დღეა.
სასმელის პლასტმასის ბოთლებით რეალიზაციის აკრძალვა 2031 წლამდე გადავადდა.
სტიქიის პრევენციის სახელმწიფო პროგრამით, ხარაგაულის მუნიციპალიტეტს 888 491 ლარი გამოეყო.
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, კულტურის, სპორტისა