ხარაგაულის თვითმმართველობამ რიკოთის ავტობანის მშენებლობის არეალში მოხვედრილი ხევის საბავშვო ბაღისა და ხევის საზოგადოებრივი ცენტრისთვის 2 250 კვმ მიწა კერძო პირისგან გასულ წელს შეიძინა.
მიწის ამ ფართიდან 1 050 კვმ-ზე საზოგადოებრივი ცენტრი აშენდა. დარჩენილი ფართი კი საბავშვო ბაღისთვის არასაკმარისი აღმოჩნდა. ამიტომ მუნიციპალიტეტი 412 კვმ მიწას იმავე მესაკუთრისგან შეძენას აპირებს.
ხევში საბავშვო ბაღის ასაშენებლად ფინანსებს ავტობანის მშენებლობის დამკვეთი – საავტომობილო გზების დეპარტამენტი გამოყოფს. ამ დრომდე ხევში საბავშვო ბაღის მშენებლობის დაწყება იმის გამო ჭიანურდება, რომ ხარაგაულის თვითმმართველობამ საკმარისი ფართის გამოყოფა ვერ უზრუნველყო.
„ჯერჯერობით, მიწის მესაკუთრემ საჯარო რეესტრში მიწა ვერ დაირეგისტრირა. ეს პროცესი, მესამე თვეა, გრძელდება, – ამბობს ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე დავით დევდარიანი, – ჩვენ ამ პროცესს ვერ დავაჩქარებთ“.
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე ვარლამ ჭიპაშვილისგან მოპოვებული ინფორმაციით, რამდენიმე დღის წინ მშენებელმა კომპანიამ ხევის საბავშვო ბაღის დაცლა მოითხოვა.
„ავტობანის მშენებლის წინაშე დავაყენეთ საკითხი, რომ მაისის ბოლომდე, სასწავლო წლის დასრულებამდე, ხევის საბავშვო ბაღის შენობა არ დაანგრიონ, – ამბობს ვარლამ ჭიპაშვილი, – ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ სასწავლო პროცესი არ შეფერხდეს. ამ ეტაპზე არ გვაქვს ალტერნატიული ფართი, სადაც საბავშვო ბაღის განთავსებას შევძლებთ. ზაფხულზე, სავარაუდოდ ივნისში, ხევში საბავშვო ბაღის მშენებლობა დაიწყება და სექტემბრისთვის დასრულდება“.
ნინო კაპანაძე
ნიდერლანდების სამოყვარულო თეატრი „ათინათი“
20 ნოემბერს „ხარაგაულობა“ გაიმართა. ღონისძიება ხარაგაულის შემოსასვლელში,
2024-2025 სასწავლო წელს ეროვნული სასწავლო
არჩევნები არ შედგა და აუცილებელია, უმოკლეს ვადაში ჩატარდეს ახალი არჩევნები.
სანამ დავა საკონსტიტუციო სასამართლოში მიდის, მანამდე პარლამენტი