საჯარო სკოლის დირექტორობის მსურველთა სერტიფიცირების პროცესი აპლიკანტთა 76%-მა წარმატებით გაიარა.

დირექტორობის მსურველებს შეუძლიათ იხილონ მინისტრის #658971 ბრძანება და გადაამოწმონ მიღებული შედეგები.

შედეგების გასაცნობად პირმა უნდა გამოიყენოს საჯარო სკოლის დირექტორობის სერტიფიცირების ეტაპზე რეგისტრაციის დროს მისთვის მინიჭებული უნიკალური კოდი.

იმ შემთხვევაში, თუ დირექტორობის მსურველს არ ახსოვს უნიკალური კოდი, შეუძლია, დარეკოს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ცხელ ხაზზე 2 200 220 ან თავად გადაამოწმოს ქვემოთ მოცემულ ბმულზე: directors.mes.gov.ge

საჯარო სკოლის დირექტორობის მსურველთათვის კონკურსის პირველი ეტაპი – ტესტირება – 2023  წლის 22 იანვარს ერთ სესიად ჩატარდა.

ტესტირება 755-მა აპლიკანტმა დაძლია და კონკურსის მეორე – გასაუბრების ეტაპზე გადავიდა. მათგან სერტიფიცირებული 593 პირი გახდა.

წყარო