საჯარო სკოლის დირექტორობის მსურველთათვის კონკურსის პირველი ეტაპი – ტესტირება – 2023 წლის 22 იანვარს ერთ სესიად ჩატარდება.
ტესტირების წარმატებით გავლის შემთხვევაში დირექტორობის მსურველები გადავლენ სერტიფიცირების მომდევნო ეტაპზე, რომელიც გასაუბრებას გულისხმობს.
ხარაგაულის საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსის, მარინე ვეფხვაძესგან მოპოვებული ინფორმაციით, ხარაგაულში მოქმედ 25-ვე საჯარო სკოლას დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი ხელმძღვანელობს. მათგან 14-ს გამოცდა ჩაბარებული აქვს და მხოლოდ გასაუბრებას გაივლიან. ხარაგაულის მუნიციპალიტეტში მოქმედი ექვსი სკოლის დირექტორი სკოლას უკვე ორი ვადით, ანუ 12 წლის განმავლობაში ხელმძღანელობდა.
„ამ დროისთვის მოქმედი წესის თანახმად, იმ დირექტორებს, რომლებიც ერთსა და იმავე სკოლას ორი ვადით ხელმძღვანელობდნენ, აღარ აქვთ უფლება, გასაუბრების გავლის შემდეგ ვაკანსიაზე განაცხადი იმავე სკოლაში შეიტანონ, – ამბობს მარინე ვეფხვაძე, – გამოცდის ჩაბარებისა და გასაუბრების შემდეგ სკოლის დირექტორის პოზიციაზე ვაკანსიას თავად სკოლა გამოაცხადებს.
სამწუხაროდ, სკოლის დირექტორობის მსურველთა რაოდენობა მცირეა. მთელი ქვეყნის მასშტაბით, 2 500 სკოლას დირექტორის მოვალეობის შემრულებელი ხელმძღვანელობს. გამოცდისთვის განაცხადი კი, გაცილებით ცოტა მსურველმა შეიტანა.
ამის მიზეზი, უმთავრესად ისაა, რომ სკოლის დირექტორს უდიდესი პასუხისმგებლობა აკისრია, ხოლო ანაზღაურება დაბალია. გაცილებით მეტი ხელფასი აქვს მასწავლებელს, რომელსაც სრული საათობრივი დატვირთვა აქვს, ვიდრე სკოლის დირექტორს. სკოლის დირექტორის ხელფასი 600 ლარია. რამდენიმე პირმა, რომლებმაც განაცხადი შეავსეს, დირექტორობისთვის გამოცდაზე გასვლა გადაიფიქრეს.
არ ვიცით, რა რეალობა გვექნება მას შემდეგ, როცა სკოლის დირექტორობის მსურველთა გამოცდის ორივე ეტაპი – ტესტირება და გასაუბრება ჩაივლის. ძალიან დამენანება, თუ ხარაგაულის სკოლებში დღეს მოქმედი დირექტორები, სხვადასხვა მიზეზების გამო, მუშაობას ვეღარ გააგრძელებენ, რადგან ისინი მართლა დღედაღამ სკოლაზე, კოლექტივსა და მოსწავლეებზე ზრუნავენ.
თუმცა, არის მოლოდინი, რომ სკოლის ადმინისტრაციის წარმომადგენელთა სახელფასო ანაზღაურება ეტაპობრივად გაიზრდება. წარმატებებს ვუსურვებ ყველას“.
დაწვრილებით ინფორმაციას გამოცდის ჩატარების შესახებ განათლების სამინისტროს ვებგვერდზე გაეცანით.
20 ნოემბერს ხარაგაულის ადგილობრივმა ხელისუფლებამ „ხარაგაულობა“
ნიდერლანდების სამოყვარულო თეატრი „ათინათი“
20 ნოემბერს „ხარაგაულობა“ გაიმართა. ღონისძიება ხარაგაულის შემოსასვლელში,
2024-2025 სასწავლო წელს ეროვნული სასწავლო
არჩევნები არ შედგა და აუცილებელია, უმოკლეს ვადაში ჩატარდეს ახალი არჩევნები.