განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო საჯარო სკოლის დირექტორობის მსურველთა სერტიფიცირების ფარგლებში გასაუბრების პროცესს 20 მარტიდან იწყებს.
გასაუბრებაზე გასვლის შესაძლებლობა ექნებათ დირექტორობის მსურველებს, რომლებმაც სერტიფიცირების პირველი საფეხური – ტესტირება წარმატებით გაიარეს; კერძოდ, გადალახეს ტესტირებისთვის დადგენილი მინიმალური კომპეტენციის ზღვარი (მაქსიმალურ ქულათა 60%).
გასაუბრების განრიგის ნახვა შესაძლებელია ბმულზე.
გასაუბრების თარიღი დირექტორობის მსურველმა უნდა გადაამოწმოს საჯარო სკოლის დირექტორობის სერტიფიცირების ეტაპზე რეგისტრაციის დროს მინიჭებული უნიკალური კოდის გამოყენებით.
იმ შემთხვევაში, თუ დირექტორობის მსურველს არ ახსოვს უნიკალური კოდი, მას შეუძლია დარეკოს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ცხელ ხაზზე – 2 200 220 ან თავად გადაამოწმოს კოდი ვებგვერდზე.
აღსანიშნავია, რომ გასაუბრების განრიგის შესახებ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო უზრუნველყოფს დირექტორობის მსურველთა ინფორმირებას ინდივიდუალურად როგორც მოკლე ტექსტური შეტყობინების, ასევე ელექტრონული ფოსტის მეშვეობით.
სკოლის დირექტორობის მსურველებთან გასაუბრება 28 აპრილს დასრულდება. გასაუბრების ეტაპზე 755 აპლიკანტია გადასული. გასაუბრება განათლების სამინისტროში, განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრსა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების სამინისტროში ჩატარდება.
ამავე თემაზე
სკოლის დირექტორობის მსურველთა ტესტირება 22 იანვარს ჩატარდება
20 ნოემბერს ხარაგაულის ადგილობრივმა ხელისუფლებამ „ხარაგაულობა“
ნიდერლანდების სამოყვარულო თეატრი „ათინათი“
20 ნოემბერს „ხარაგაულობა“ გაიმართა. ღონისძიება ხარაგაულის შემოსასვლელში,
2024-2025 სასწავლო წელს ეროვნული სასწავლო
არჩევნები არ შედგა და აუცილებელია, უმოკლეს ვადაში ჩატარდეს ახალი არჩევნები.